„რაც მსოფლიოში მოხდება, საქართველო მართლა გადაურჩება – გადაურჩება განადგურებას!“ - ლელა კაკულია

„იმას, რაც მსოფლიოში მოხდება, საქართველო მართლა გადაურჩება – გადაურჩება განადგურებას!“ - ლელა კაკულიას ფეისბუკ გვერდზე მისი წინასწარმეტყველება გავრცელდა.
„ეს წინასწარმეტყველება, რომელიც 28 წლის წინ წარმოთქვა ქალბატონმა ლელა კაკულიამ, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია თავად მისთვის. დარწმუნებულები ვართ, ეს ჩანაწერი ბევრ თქვენგანს ემახსოვრება, რომელსაც ლელა კაკულიამ საქართველოს განვითარების პროგრამა უწოდა. ვფიქრობთ, მისი გახსენება კიდევ ერთხელ მოგესალბუნებათ და სრულიად საფუძვლიანი იმედითაც აღგავსებთ - მით უმეტეს მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ წაუკითხავს.
1994 წელი, 1 აპრილი, დღის 12 საათი
ხედვაში თეთრი ჯვარია საქართველოს თავზე. დგება წლები სიძლიერისა და გამრავლებისა.
მომავალში საქართველო ხელშეუხებელი ზონა იქნება. დღევანდელ (1994 წლის) პოლიტიკურ მოღვაწეთაგან არცერთს არ ვხედავ მთავრობის ხაზით მომავალში. ისინი ხელის ერთი მოსმით ქრებიან თითქოს.
მართლაც საშინელი პერიოდი გადაიტანა საქართველომო, ასე ვიტყვით მომავალში. ვხედავ, შავ ზღვაზე საქართველო ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იქნება. შევალთ ნატოში. იმ დროისთვის რუსეთი ძალიან დასუსტებულია – მუსლიმები დაუპირისპირდებიან. სრულდება, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე რუსეთზე, ამიტომაც მას საკუთარი თავი დააინტერესებს და არა სხვები.
იმას, რაც მსოფლიოში მოხდება, საქართველო მართლა გადაურჩება – გადაურჩება განადგურებას! მომავალში საქართველოში ზოგი ეროვნება წაიშლება, ანუ გაქრება... მეცნიერული ხაზით საქართველო ძლიერდება და რუსების მიერ დახშული კარები იღება. ქართული მეცნიერული იდეები გააოცებს მსოფლიოს ისევე, როგორც ჩემი წინასწარმეტყველებები. ჩვენც კი გაგვიკვირდება, თუ რამდენი ნიჭიერი ადამიანი, ფენომენი გვყოლია ყველა დარგში. ეს რეალობაა.
ჭადრაკში, მაგალითად, საქართველოს წლების განმავლობაში განადიდებს ახალი დედოფალი - პატარა ნინო.
ფეხბურთში ახალი გუნდი იქმნება. მოდის ახალი ძალა – მსოფლიოს გააკვირვებენ. ხელოვნებასა და გამოგონებებზე აღარც ვლაპარაკობ. ვხედავ ზამთრის ოლიმპიადები ბაკურიანში. შავი ზღვისპირეთი სოხუმიდან ბათუმამდე, ანუ სოჭიდან თურქეთის საზღვრებამდე — ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე იქნება. წავა ახალი პროექტებით მუშაობა, მშენებლობა. არქიტექტურულ იდეებს მოგვაწვდიან (ანუ დაამუშავებენ) ამერიკელები და ევროპელები. ყველა ჩაერთვება.
შევიმუშავებთ ჩაის ახალ ტექნოლოგიას, „კოლხეთის მედეას“. ბალახებს, ანუ ჩაის, რომელსაც სრული მოწონება და აღიარება ელის, თვით ჩინეთი და ინდოეთი შეისყიდიან, რადგან ეს საკვირველი ბალახი იზრდება მხოლოდ კოლხეთში. ქართველები დაიწყებენ წარსულის, ძველი ისტორიის ამოქექვას, დაინტერესდებიან, როგორ მოქმედებდნენ მეფენი, ანუ როგორი იყო მათი პოლიტიკა; დაიწყებენ წარსულის ეკონომიკის შესწავლას, გაარკვევენ, სად მოდიოდა მდიდარი მარცვლეული, სად რა ხარობდა უკეთესად და ყველაფერს თავის ადგილზე დააწყობენ. სხვა ქვეყნის კაკალი, კარტოფილი, სტაფილო ან ყურძენი არ ხარობს საქართველოს მიწაზე არცერთ შემთხვევაში!!! ასეთმა შემოტანამ გაანადგურა ძვირფასი ნერგები და მარცვლეულობანი. ამიტომ მოგვაქვს და მოვაშენებთ წარსულის ნერგებს, ვთესავთ ნათესებს და ისევ მოძლიერდება ქართული სოფელი. საქართველოს მიწა ივსება ხვავითა და დოვლათით.
ვაზი – მშვენება ქართველთა და სიმბოლო ქართველი კაცისა, უბრუნდება ქართულ მიწას. მეღვინეობა დიდად განვითარდება და ჩვენი ღვინოები პირველ ადგილსაც დაიკავებენ მსოფლიოში. მესხეთ-ჯავახეთი იქნება ერთ-ერთი ძლიერი სამიწათმოქმედო ადგილი საქართველოში. აბიბინდება პური, ჭვავი, სელი (სელის ქარხნებსაც ვხედავ), გაიხარებს მრავალი ნარგავი და ნათესი. მესხეთ–ჯავახეთი გულია საქართველოსი მომავალში. შირაქის ველებზე უზარმაზარ პროგრამას განახორციელებენ და მთელ საქართველოს მოედება გლეხის – ქართველი კაცის ხელი. და ვხედავ იმ დროს, როცა საქართველოს არავისი არაფერი არ დასჭირდება (ანუ პროდუქტი).
კავკასიონსა და სხვა მხარესაც ისევ მოეფინება ცხვრის ფარები, თანაც ისეთი რაოდენობით, როგორიც, მგონი, არცერთ საუკუნეს არ ახსოვს. მეცხოველეობა განსაკუთრებით დასავლეთში, კოლხეთის დაბლობზე იკიდებს ფეხს.
და საიდან ეს ყველაფერი? იქიდან, რომ ყველაფერს სათავეში დაუდგებიან მეცნიერები, მცოდნენი საკუთარი საქმისა. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრი იქნება მეცნიერი მიწისა და სოფლისა და. ა.შ.
ასეთი გამომგონებლებისა და მეცნიერების წყალობით (განსაკუთრებით, ისტორიკოსებისა, რომლებიც წარსულისა და მომავალი საქართველოს დადებით მხარეებს აერთიანებენ) საქართველო ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა იქნება მსოფლიოში!“, - წერს ლელა კაკულია სოციალურ ქსელში.
ასევე საინტერესოა:
1740814184
ახალი ამბები„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე
„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...
1740813527
ახალი ამბები„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი
მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...
1740810738
მსოფლიო„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...
1740809203
ახალი ამბები„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი
„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...
1740774385
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...