შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული

„ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორ პაპუაშვილი აღნიშნავს, სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრისას განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას, ასევე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, თანამომხსენებლებს საქართველოს საკითხებში, ედიტ ესტრელასა და კლოდ კერნს შევხვდი.

შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესები განვიხილეთ. საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას. მიმოვიხილე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს ოპოზიციის ტაქტიკა გავაცანი, რომელიც პარლამენტის ბოიკოტს ითვალისწინებს და ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიციისათვის პოლიტიკური ბრძოლის იარაღს წარმოადგენს.

საუბარი, ასევე, შეეხო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტს.

ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული და საქართველომ უახლოეს წლებში შეძლოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულება“, - წერს პაპუაშვილი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736935940

სპორტი

იტალიელი ჟურნალისტი: ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკაში აზრს ვერ ვხედავ, ძალიან იოლია ვინმეს მხრიდან ღალატზე ისაუბროთ, რას გააკეთებდი მის ადგილას?

იტალიელი ჟურნალისტი ლიბერატო ფერარა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ნეაპოლელი ქომაგების მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს არ ეთანხმება. „კვარაცხელიას წინ...

ხვიჩა კვარაცხელია

1736932243

ახალი ამბები

წვიმა, თოვლი და ქარბუქი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. 16 და 17 იანვარს მოსალოდნელია უმეტე...

ზოგადი

1736930338

ახალი ამბები

2024 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 5.1 მილიონს მიაღწია

2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 9%-ია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული ვიზიტების ზრდამ 0.2% შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ერო...

ტურისტული ვიზიტები

1736928290

ახალი ამბები

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში თანამშრომელთა ხელფასი იზრდება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული 13 500-მდე მოქალაქისთვის, საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, თითოეული საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურება 125 ლა...

საბავშვო ბაღებში თანამშრომელთა ხელფასი იზრდება

1736927940

ახალი ამბები

ავარია თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე - გავრცელებული ცნობით, 4 ადამიანი დაიღუპა

თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ცნობით, ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინ...

ავარია