წვიმა, თოვლი და ქარბუქი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. 16 და 17 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 - 17 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +11 +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 16 -17 იანვარს +6,+8 გრადუსამდე დაიწევს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 - 17 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +14 +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 16-17 იანვარს +5,+7 გრადუსამდე დაიწევს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 - 17 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +10 +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 16-17 იანვარს +3,+5 გრადუსამდე დაიწევს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 - 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1+3 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-17 იანვარს შესაძლებელია წვიმა, 16-17 იანვარს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 იანვარს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი, 16-17 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7,+9, გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 –17 იანვარს მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3+5 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1,+1 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
1736930338
ახალი ამბები2024 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 5.1 მილიონს მიაღწია
2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 9%-ია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული ვიზიტების ზრდამ 0.2% შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ერო...
1736928290
ახალი ამბებითბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში თანამშრომელთა ხელფასი იზრდება
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული 13 500-მდე მოქალაქისთვის, საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, თითოეული საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურება 125 ლა...
1736927940
ახალი ამბებიავარია თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე - გავრცელებული ცნობით, 4 ადამიანი დაიღუპა
თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ცნობით, ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინ...
1736927702
ახალი ამბებითბილისის მერია ელექტროდამტენების მონტაჟზე აუქციონს აცხადებს
თბილისის მერია აუქციონს აცხადებს ელექტროდამტენების მონტაჟზე, რომელიც კიდევ 200-მდე ლოკაციაზე განთავსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მი...
1736927239
მსოფლიოაშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ბიოლოგიურ მამაკაცს სპორტში ქალთან მეტოქეობა აუკრძალა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ქალებისა და გოგონების დაცვის აქტი მიიღო, რომლის თანახმადაც ბიოლოგიურ მამაკაცს ქალთან მეტოქეობა სპორტში ეკრძალება, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა...