სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება შეასრულონ ნამდვილად ისტორიული მისია - მიხეილ სააკაშვილი
სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება შეასრულონ ნამდვილად ისტორიული მისია, - ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა გორის ჰოსპიტლიდან გამოიტანა.
ის კვლავ მომხრეა სამი პრეზიდენტის შეხვედრისა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუ მსგავსი შეხვედრა შედგება, ის მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალებას არ სთხოვს.
„პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს.
ჩემთვის ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და ვრცელი შეხვედრა მქონდა მასთან. მიუხედავად წარსულში სერიოზული პოლიტიკური განსხვავებებისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას. მინდა გამოვყო რამდენიმე ფაქტორი, თუ რის გამო:
ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია, რომ მან, ბევრისგან განსხვავებით, არ გამოიყენა საკუთარი თანამდებობა პირადი გამდიდრებისთვის და პრეზიდენტობის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს.
დავრწმუნდი, რომ გულთან ძალიან ახლოს მიაქვს ხალხის გაჭირვებული ყოფა.
ჩემში ეჭვს არ იწვევს მისი პატრიოტიზმი და პროდასავლური ორიენტაცია. ასევე, ვაფასებ მის ინიციატივებს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დიალოგზე, პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტაზე. აბსოლუტურად ზუსტად და თამამად გამოთქვამს იმ რეალობას, რომ მე ვარ ნამდვილად პუტინის პირადი პატიმარი.
არ შეიძლება არ დავაფასოთ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს მან თავის თავზე აიღო მაკონსოლიდირებელი როლი. ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და ამ მხრივ, ორივემ, სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება შეასრულონ ნამდვილად ისტორიული მისია.
ამიტომ, მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას, თუნდაც იმ პირობებში, როგორც დღეს ნიკა მელიამ თქვა, შანსი მინიმალურიც რომ იყოს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას, და ეს გიორგისთან განვიხილე სამი პრეზიდენტის შეხვედრაზე, ჩემი მხრიდან ყოველგვარი პირადი თხოვნების, (განსაკუთრებით, შეწყალების თაობაზე), გარეშე.
ასევე, მე და გიორგი ორივე ვიზიარებთ შეშფოთებას მოშიმშილეების მდგომარეობაზე და მე ვაფასებ მის ინიციატივას, მოინახულოს ისინი და საკუთარი ხედვა და ჩვენი საერთო შეშფოთება გააცნოს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
1736191427
ახალი ამბებითბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება - როდის აღდგება წყალმომარაგება
GWP-ის ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება. კომპანია წყალმომარაგების აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. "ნაძალადევი,ქვიშხეთის ქ.N 35-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანე...
1736186698
ახალი ამბებილოცვა, რომელიც შობის ღამეს ფანჯარაზე ანთებულ სანთელთან უნდა წაიკითხოთ
ქრისტეს შობას საზოგადოების უმეტესობა ტაძრებში ღამისთევით ეგებება, ნაწილი კი - სახლებში ფანჯრებთან ანთებული სანთლებით. სასულიერო პირებისგან ვიცით, რომ ფანჯრის კონკრეტულ მდებარეობას არსებითი მნიშვნელობა...
1736184036
ახალი ამბები„2025 წელს ევროპაში გასამართი არჩევნები დიდ პოლიტიკურ ძვრებს გვპირდება“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე 2025 წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ არჩევნებმა შესაძლოა, ევროპისა და ევროკავშირის მომავალი შეცვალოს. „2025 წელს ევროპაში გასა...
1736180472
ახალი ამბები„ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ...“ - შსს-მ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს 16 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ...
1736179536
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
7–9 იანვარს ქ. თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 იანვარს +5,+7, ხოლო 9 იანვარს +12 გრადუსი დაფიქსირდება, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებ...