შსს: აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში
„აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში“, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს შეკრება/მანიფესტაცია, რომლის ფარგლებშიც სრულად დაკავებულია ტრანსპორტის სავალი ნაწილი და განთავსებულია სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციები გზის ხელოვნურად ბლოკირების მიზნით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება. ამავდროულად, საქართველოს კანონმდებლობა ადგენს შეკრება-მანიფესტაციის უფლების რეალიზების სამართლებრივ რეგულირებას, რათა დაცული იყოს სხვა პირთა უფლებები, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირება და ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა.
სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას სამართლიანი ბალანსი შეკრების/მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სწავლობენ, სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება ან მანიფესტაცია. აღნიშნულ პირებს მიზანმიმართულად ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა.
ამასთან, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს ავტოსაგზაო მოძრაობისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის მიზანმიმართული შეფერხების უფლებას.
საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ შეკრების მონაწილეებს საკმარისად მიეცათ დრო, რათა გამოეხატათ საკუთარი აზრი და დაეფიქსირებინათ პროტესტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოძრაობის აღდგენის, ტროტუარებზე ხალხის სამოძრაო ადგილის გათავისუფლების, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად, შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნურად აღმართული კონსტრუქციებისგან, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება/მანიფესტაცია და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიეცემათ 15-წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
1733225850
სოციალური მედია„ბავშვებს ნუ წაიყვანთ აქციაზე და ნურც ტელევიზორთან დატოვებთ!“ - ფსიქოლოგის საგანგებო მიმართვა მშობლებს
ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი ეხმაურება არასრულწლოვნების დასწრებას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე. როგორც ფსიქოლოგი სოციალურ ქსელში წერს, ბავშვებისთვის ისეთი მოვლენების თამამონაწილეობა, როგორიც რუსთ...
1733225406
ახალი ამბებიშსს: დოდი ხარხელი დაკავებული არ არის
სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დაკავებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის დოდი ხარხელის საცხოვრებელ სახლში...
1733221143
საზოგადოებასაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სოციალურ ქსელ „X“-ზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამწუხარო და შემაშფოთებელი განცხად...
1733219959
საზოგადოება„ქალბატონო, სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, სად...
1733216629
ახალი ამბები2 დეკემბერს გამართული აქციის დროს დაშავებულ 26 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს გამართული აქციის დროს დაშავებულ 26 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, მათ შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი წარმომადგენელი. როგორც უწყებ...