საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სოციალურ ქსელ „X“-ზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამწუხარო და შემაშფოთებელი განცხადება, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ“.

ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საპროტესტო აქციებზე; ხშირად მდგომარეობა ისე იძაბება, რომ შეკრება სხვადასხვა საგნის უმისამართო სროლასა და ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე.

ასეთ პირობებში სკოლის მოსწავლეთა და, საერთოდ, არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზებისკენ მოწოდებული ყოველგვარი განცხადება, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული, რომელიც, წესით, თავად უნდა ცდილობდეს ხალხში არსებული პოლარიზაციისა და სიძულვილის განეიტრალებას, რათა მიმდინარე მოვლენებისგან მომავალი თაობის ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ მიადგეს, არის უაღრესად შემაშფოთებელი.

ამას ემატება ისიც, რომ ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცდილობენ უცხო ადამიანები სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ წასვლას და შედიან სკოლებში, არღვევენ სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს მიმართავენ მოწოდებებით, რაც იწვევს სამართლიან აღშფოთებას, ყოვლად დაუშვებელია და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.

ინტერნეტში ვრცელდება აგრეთვე ცრუ ინფორმაცია, თითქოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლაში სწავლა შეწყვეტილია, რასაც თავად აღნიშნული სასწავლო დაწესებულების დირექციაც უარყოფს სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში: „სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჩვეულებრივად".

„მიმდინარე პროცესებში არასრულწლოვანთა ჩართვა პოლიტიკური აქტორების ან არასრულწლოვანთა მშობლების მხრიდან დანაშაულად მიმაჩნია. ვგმობთ იმ ძალადობას, რომელიც ბოლო დღეებში ხდება. გთხოვთ მოსწავლეებს, თანამშრომლებს და მშობლებს, პოლიტიკურ დაპირისპირებას სკოლაში ნუ გადმოიტანთ", - აღნიშნავს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორი მამუკა თედიაშვილი.

ასევე პასუხისმგებლობას მოკლებულია სამართალდამცავების დისკრედიტაციისა და პოლარიზაციის გამომწვევი დაუსაბუთებელი განცხადება იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სასულიერო პირები ქაშუეთის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ ღამე მორიგეობენ და მსგავსი ფაქტები არასდროს დაუფიქსირებიათ.

დასასრულ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს“, - წერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1733294309

საინტერესო ამბები

რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ - 2025 წლის ძირითადი ტენდენციები

2025 წლის საახალწლო დეკორის ტენდენციები, სავარაუდოდ, შთაგონებული იქნება ეკოლოგიური და მინიმალისტური სტილით, რაც მიმდინარე ტრენდების გაგრძელებას წარმოადგენს. აქ არის რამდენიმე იდეა, რომელიც შეიძლება აქ...

ახალი წელი

1733244729

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით 293 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით 293 პირია დაკავებული. როგორც დარახველიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინის...

ალექსანდრე დარახველიძ

1733243480

ახალი ამბები

„ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირა...

ირაკლი

1733241779

ჰოროსკოპი

დეკემბრის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2024 წლის დეკემბერი პლანეტების ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგიებით იქნება გაჯერებული, რაც რომანტიკული ურთიერთობებისთვის საინტერესო, თუმცა ზოგჯერ რთულ ფონსაც შექმნის. სიყვარული, ვნება და ემოციური კავშირები...

ააა

1733236556

ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. შესაბამის განცხადებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა. გიორგი ზურაბაშვილი კარიერული დიპლომატია. ის საგარეო...

 გიორგი ზურაბაშვილი