„ჩვენთვის ყველა მოსწავლე თანაბრად მნიშვნელოვანია, მიუღებელია კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა, ისევე, როგორც ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში“ - განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

„ვეხმიანებით სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ბულინგის კამპანიას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მეშვეობით მიმდინარეობს. ჩვენთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე და მოუწოდებენ დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაფიცვისკენ, აღვივებენ შუღლს ახალგაზრდებს შორის. მსგავსი ქმედება არღვევს არასრულწლოვანთა ზოგადი განათლების მიღების კონსტიტუციურ უფლებას და ქმნის ნიადაგს ძალადობრივი გარემოსთვის.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სკოლებში შეუფერხებლად წარიმართოს სასწავლო პროცესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლეებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა და დაცული იყოს თითოეული ბავშვის უსაფრთხოება, უფლებები და ინტერესები.

ჩვენთვის ყველა მოსწავლე თანაბრად მნიშვნელოვანია. მიუღებელია კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა, ისევე, როგორც ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში.

ბავშვის უფლებათა დაცვის ფუძემდებლურ პრინციპს მისი საუკეთესო ინტერესის უპირატესად გათვალისწინება წარმოადგენს. აღნიშნული პრინციპი ყველა პირს ავალდებულებს, დაიცვას ბავშვის კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, მისი განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები. ჩვენი ვალდებულებაა, ბავშვებმა განათლება მიიღონ უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში, სადაც ისინი არ დაექვემდებარებიან რაიმე ფორმის ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

სწორედ ამიტომ, თითოეული ბავშვის უფლებათა ეფექტიანი დაცვის და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების მიზნით, მოგიწოდებთ ყველას: ნუ დაარღვევთ მოსწავლეთა უფლებებს, ნუ შეუშლით ხელს სკოლების ფუნქციონირებას და საგაკვეთილო პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1733294309

საინტერესო ამბები

რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ - 2025 წლის ძირითადი ტენდენციები

2025 წლის საახალწლო დეკორის ტენდენციები, სავარაუდოდ, შთაგონებული იქნება ეკოლოგიური და მინიმალისტური სტილით, რაც მიმდინარე ტრენდების გაგრძელებას წარმოადგენს. აქ არის რამდენიმე იდეა, რომელიც შეიძლება აქ...

ახალი წელი

1733244729

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით 293 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით 293 პირია დაკავებული. როგორც დარახველიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინის...

ალექსანდრე დარახველიძ

1733243480

ახალი ამბები

„ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირა...

ირაკლი

1733241779

ჰოროსკოპი

დეკემბრის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2024 წლის დეკემბერი პლანეტების ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგიებით იქნება გაჯერებული, რაც რომანტიკული ურთიერთობებისთვის საინტერესო, თუმცა ზოგჯერ რთულ ფონსაც შექმნის. სიყვარული, ვნება და ემოციური კავშირები...

ააა

1733236556

ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. შესაბამის განცხადებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა. გიორგი ზურაბაშვილი კარიერული დიპლომატია. ის საგარეო...

 გიორგი ზურაბაშვილი