შსს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოვიღეთ – დავაკავეთ 4 ადამიანი (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი.

სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
 
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
„მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბ.ზ. მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 30 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“.
 
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კიდევ ერთი ბრალდებული ბ.გ. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 1 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ქალაქ ზუგდიდში, დაკავებული ლ.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 41 აბი "სუბოქსინი", 3 შეკვრად დაფასოებული "სუბოქსინის" აბის ნატეხები და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
რაც შეეხება მ.კ.-ს, სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მისი პირადი ჩხრეკისას, 9 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს“ - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის სხვა ამბები:

🔵 ოზურგეთში სპეციალური ავტოტექნიკის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო

🔵 ე.წ „ფულის გათეთრების საქმეზე“ სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740813527

ახალი ამბები

„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი

მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...

სოზარ სუბარი

1740810738

მსოფლიო

„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...

ტრამპი და ზელენსკი

1740809203

ახალი ამბები

„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი

„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...

პოლიტიკოსი

1740774385

ახალი ამბები

კონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა

 თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...

კონსტანტინე ზარნაძე

1740773270

მსოფლიო

მარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...

მარკო რუბიო