შსს: მიუხედავად სამინისტროს მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შს სამინისტრო აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს
„მიუხედავად სამინისტროს მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს რათა გაათავისუფლოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, სხვადასხვა მედიასაშუალების მეშვეობით აშკარად ჩანდა, რომ აქციის მონაწილეები აღჭურვილნი არიან სხვადასხვა აკრძალული ნივთით, რომელსაც აქტიურად იყენებენ პოლიციის წინააღმდეგ.
„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე წინა დღეების მსგავსად აქციის მონაწილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მალევე დაფიქსირდა ძალადობრივი ქმედებები, რაც გამოიხატება პარლამენტის წინა შესასვლელთან განლაგებულ საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში.
კერძოდ, მოძალადე ჯგუფის წევრები პოლიციის მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგნებს, ქვებს, შუშის ბოთლებს და პიროტექნიკას.
ამასთან, სხვადასხვა მედიასაშუალებების მეშვეობით აშკარად ჩანდა, რომ აქციის მონაწილეები აღჭურვილნი არიან სხვადასხვა აკრძალული ნივთებით, რომელსაც აქტიურად იყენებენ პოლიციის წინააღმდეგ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაწყებისთანავე გაავრცელა შესაბამისი მოწოდება ორგანიზატორებისა და აქციის მონაწილეების მიმართ, შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს.
მიუხედავად სამინისტროს მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს რათა გაათავისუფლოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია“, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
1735159138
ჰოროსკოპი26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი თავში უამრავი ფიქრი გიტრიალებთ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. მოვლენების დრამატიზება საჭირო არ არის....
1735155837
საზოგადოება🎥 2025 წლის ინტერიერის მთავარი ტენდენციები - რა იქნება დიზაინში აქტუალური და რომელ ფერს ენიჭება უპირატესობა?
დიზაინის სამყარომ უკვე წინასწარ დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა იქნება 2025 წლის ინტერიერის დიზაინში აქტუალური, ფერები კი ის მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც წლის ტენდენციებსა და მოთხოვნებს განსაზღვრავს. არამხ...
1735153686
ახალი ამბებიროგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?
გარემოს ეროვნული სააგენტო 26-28 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 26-27დეკემბერს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის...
1735151630
ჰოროსკოპიროგორი წელი ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს - ვრცელი ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან
2024 წელი დასასრულს უახლოვდება. 2025 წელს კი ბევრი ადამიანი უკეთესი დღეების იმედით ხვდება. მომდევნო წელს ასტროლოგები ტრანსფორმაციისა და ცვლილებების წელს უწოდებენ. 2025 წელი ბევრ ადამიანს არაერთ სიახლე...
1735148296
საზოგადოება🎥 როგორ გააქრო ქართლის დედა გია ფარადაშვილმა - რა საიდუმლო გაამხილა ილუზიონისტი?
ილუზიონისტი გია ფარადაშვილი გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იყო, სადაც დიდი ხნის საიდუმლო ექსკლუზიურად „იმედის“ მაყურებელს გაუმხილა. ამბავი იმაზე, როგორ გააქრო ქართლის დედა ილუზიონისტმა👇 „20...