შსს - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში

 შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი კანონით დადგენილ ფორმებში გამოხატონ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია დღეს, თბილისის გასასვლელთან დაგეგმილია საპროტესტო აქციის გამართვა. აქციის მონაწილეები იკრიბებიან რამდენიმე ლოკაციაზე და გეგმავენ შეკრებას
თბილისის გასასვლელთან.

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თითოეულ ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

სამართალდამცველები უზრუნველყოფენ, რომ შეკრებამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილ ფარგლებში, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია აქციის მონაწილეები გეგმავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას. აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ , რომ
„სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე
ვადით.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად,“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738489022

ახალი ამბები

ლევან ნიკოლეიშვილი მაგისტრალის გადაკეტვაზე: ასეთ „ღონისძიებაზე“ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს დამფინანსებელსაც მისგან დაფინანსებულის ქმედებაზე-საკმარისია ქვეყანაში რყევების და არეულობის მომწყობების თავგასულობა

 „ავტომაგისტრალის გადაკეტვა და ბლოკირება, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია ამის შესახებ მგონი დიდი მსჯელობა საჭიროა არ არის. ამავდროულად ასეთ „ღონისძიებაზე“ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს დამფინანსებე...

ზოგადი

1738488733

სპორტი

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა ერთის მე-20 ტურში გოლი გაიტანა

 საფრანგეთის ლიგა ერთის მე-20 ტურში ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „ლილს“ შეხვდა და 1:4 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრმა მე-6 წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც...

ზურიკო დავითაშვილი

1738488275

სპორტი

პარიზის გრან სლემზე დღეს შვიდ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ

 საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, დასკვნით საშეჯიბრო დღეს შვიდ ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ. მედლებისთვის იბრძოლებენ ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე (ორივე 81 კგ), ლუკა მაისუ...

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე

1738481421

ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაცი რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა

 ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. „44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, ს...

ააა

1738481360

სპორტი

სანდრო მამუკელაშვილმა „მაიამისთან“ 10 წუთში 10 ქულა ჩააგდო

 სანდრო მამუკელაშვილმა 10 წუთში 10 ქულა მიითვალა, მისმა „სან ანტონიომ“ კი შინ „მაიამი ჰიტთან“ დაძაბულ ბრძოლაში – 103:105 წააგო. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. ქართველი ფორვარდი მოედანზე იყო ბოლო...

კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი