პრემიერ-მინისტრმა თბილისის ყინულის არენა გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სპორტის მინისტრებთან ერთად, თბილისის ყინულის არენა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა ახალი არენა დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.
თბილისის ყინულის არენა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას თებერვალში უმასპინძლებს. ის ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს მოემსახურება.
პრემიერმა უმოკლეს ვადებში და უმაღლესი ხარისხით პროექტის განხორციელებისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდს მადლობა გადაუხადა.
„ყინულის არენა აშენდა ერთ წელიწადში, ძირითადად ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატისთვის, თუმცა ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც დარჩება ქალაქს, ქვეყანას. პროექტო უმაღლესი ხარისხით არის შესრულებული, თანამედროვე სტანდარტების და ხელს შეუწყობს სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საერთაშორისო სტანდარტის თბილისის ყინულის არენის შენობაში მოეწყო ყინულის მოედანი, 700 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო და საკონფერენციო დარბაზები. ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნილოგიებით აღჭურვა და მონტაჟი ჩეხურმა კომპანიამ უზრუნველყო. ყინულის არენის პროექტირება-შენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.
1738313988
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვამტკიცებდით იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია - გაწირეს ჩვენი მეგობარი უკრაინა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი
„რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირე...
1738313901
საქართველოირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ასამბლეის საქმიანობაში
„როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და კონკრეტულად მის რეზოლუციებში“...
1738312744
საქართველოროგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოეს დღეებში საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისსა და რეგიონებში 1-3 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმე...
1738311442
საზოგადოებასაქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Connect 2025-ში მიიღებს მონაწილეობას
3-5 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 გაიმართება. რიგით 21-ე ფორუმში 62 ქვეყნიდან 90-მდე ავიაკომპანიის და190-მდე აეროპორტის 820 დელეგატი მიიღებს...
1738311026
მსოფლიოპიტერ სიარტო: პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო წერს, რომ პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, ხოლო სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა. „მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური მეინსტრიმი ჯერ ისევ უა...