შსს: ვაფრთხილებთ აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს
„ვაფრთხილებთ აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, პროტესტი გამოხატონ კანონით დასაშვებ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, სამართალდამცველები მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მასშტაბით არიან მობილიზებულები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე.
რუსთველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე პროტესტის მონაწილეთა შეკრებიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები.
შეკრებილთა ნაწილი აზიანებს ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, აქციის მონაწილეებს თან აქვთ სხვადასხვა სახის საფრთხის შემცველი ნივთები, რომლებიც შესაძლოა, გასული დღეების მსგავსად, ძალადობრივი ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული.
საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
ვაფრთხილებთ აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, პროტესტი გამოხატონ კანონით დასაშვებ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.
1737273783
მსოფლიოაზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 1...
1737271917
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება. „მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა“, - წერს პრემიერი. ცნობისთვის, 19 იანვარს მე...
1737271019
სპორტი„მთელი სამყარო იყო ჩემს წინააღმდეგ, თუმცა მე ეს არ მადარდებდა“ - მერაბ დვალიშვილი
ბრძოლის დასრულების შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ იყო. „მადლობა ყველას! თითოეულ გულშემატკივარს და თითოეულ ქართველს. მიყვარხ...
1737269035
სპორტისპორტის სამინისტრო: მერაბ დვალიშვილმა რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა
UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შესახებ სპორტის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. „აშშ-ში, კალიფორნიაში, არენა Intuit Dome-ზე გამართულ UFC 3...
1737267414
მსოფლიო„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა
„TikTok“-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა. TikTok ამოიღეს Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების მარკეტებში. მედიის ცნობით, აპლიკაციის გაუქმება პლატფორმის აკრძალვის კანონის ძალაში შესვლამდე მოხდა. „ტიკ ტოკმა“,...