შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს

პოლიციამ ქვემო ქართლში შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული შ.ა. ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შვილს - ს.ა.-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. ს.ა.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა შესაბამისი საგამოძიებო, ასევე, საპროცესო მოქმედებების შედეგად, შ. ა. შეტყობინების მიღების დღესვე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და გენდერის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლითა და 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი საქართველოში… - ბელგიაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა
1740329529
ახალი ამბებიდედაქალაქში გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება
ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრო...
1740328469
სპორტიტატო გრიგალაშვილი ვარშავის ღია პირველობის გამარჯვებულია
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აღნიშნულ ტურნირზე ქართველმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა 90 კგ წონით კატეგორიაში ია...
1740327873
მსოფლიო„მზად ვარ, პრეზიდენტის პოსტი დავტოვო უკრაინაში მშვიდობისთვის ან NATO-ს წევრობის სანაცვლოდ“ - ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობისთვის, მზად არის დატოვოს პრეზიდენტის პოსტი. უფრო კონკრეტულად, მას პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ჰკითხა - მზად იყო თუ არა, დაეტოვებინა პრეზიდენტის პოს...
1740323126
ახალი ამბებიგორში ორი ახალგაზრდა დაჭრეს
გორში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახმკვლელო...
1740322552
მსოფლიობეირუთში „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერების, ჰასან ნასრალასა და ჰაშემ საფიედინის დაკრძალვის ცერემონია იმართება
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერების, ჰასან ნასრალასა და ჰაშემ საფიედინის დაკრძალვის ცერემონია იმართება. ჰასან ნასრალა გასული წლის 27 სექტემბერს ისრაელის საჰაერო დაბომბვის დროს მოკლე...