სტამბოლში ალკოჰოლით ინტოქსიკაციისგან, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლით ინტოქსიკაციისგან ბოლო 72 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა.
როგორც თურქული მედია იტყობინება, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 31 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას, რეგულარულ პალატებში კი 18 ადამიანი რჩება.
ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ნიშნებით, ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას 83-მა ადამიანმა მიმართა.
მომხდარს სტამბოლის გუბერნატორი დავუთ გიული გამოეხმაურმა და თქვა, რომ ის ვინც ფალსიფიცირებულ ალკოჰოლს ყიდის, ტერორისტებისგან არაფრით განსხვავდება.
„ყველა ვინც ფალსიფიცირებულ ალკოჰოლს ყიდის, იდენტიფიცირებულია და სასამართლოს წინაშე წარდგებიან“, - აცხადებს სტამბოლის გუბერნატორი.
1737030381
სპორტი„სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის“ - ბოლო ცნობები პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ
ფრანგული გამოცემის Le Parisien ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია პარიზში დღეს ჩავა, სამედიცინო შემოწმებას კი 17 იანვარს გაივლის. როგორც გამოცემა წერს, სავარაუდოდ, ხვალვე გაოფიციალურდება 23 წლის ქართველის ტრან...
1737026987
მსოფლიოსამხრეთ აფრიკის მაღაროდან 78 მუშის ცხედარი ამოასვენეს
სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი არალეგალური მაღაროდან 78 მაღაროელის ცხედარი ამოასვენეს. ამის შესახებ Reuters იუწყება. კიდევ 246 მუშა ცოცხალი ამოიყვანეს, მათი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ყველა ამოყვა...
1737023427
მსოფლიოშოლცი აცხადებს, რომ მზადაა, უკრაინას დამატებითი დახმარება სესხის მეშვეობით გაუწიოს
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ცალკე სესხის მეშვეობით უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაცემის საკითხზე კონსენსუსის მიღწევა საჭიროა, რადგან „წინააღმდეგ შემთხვევაში, ფული არ იქნება“....
1737021904
მსოფლიოSpaceX-მა მთვარეზე კოსმოსური აპარატები გაუშვა
ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა მთვარეზე რაკეტა Falcon 9 გაუშვა. მას ორი მოდული გადააქვს, რომელიც აშშ-ის და იაპონიის კერძო კომპანიებმა შექმნეს. ინფორმაციას Deutche welle ავრცელებს. როდესაც Falcon 9 მთვ...
1737020396
მსოფლიოჯო ბაიდენი კონსტიტუციის შეცვლის ინიციატივით გამოდის, რათა პრეზიდენტებს იმუნიტეტი არ ჰქონდეთ
„აშშ-ის კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ გაექცეს პასუხისმგებლობას მისი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის,“- The Hill-ის ცნობით ამის შესახებ ბაიდენმა მოსახლეო...