თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული წელი გვქონდა - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოწვევებით აღსავსე, საკმაოდ რთული წელი იყო, მაგრამ საერთო სურათს თუ შევხედავთ და შედეგებით ვიმსჯელებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული წელი გვქონდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანად და აბსოლუტურად კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა, რისი აღიარებაც ყველამ იხილა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებით მმართველმა გუნდმა ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, ქვეყანა დამშვიდდა და ძლიერი ფუნდამენტია შექმნილი იმისთვის, რომ გაცილებით ძლიერი და წარმატებული იყოს 2022 წელი.
„მართლაც გამოწვევებით აღსავსე, საკმაოდ რთული წელი იყო, მაგრამ მთლიანობაში საერთო სურათს თუ შევხედავთ და შედეგებით ვიმსჯელებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული წელი გვქონდა და ეს წელი შედგა. რამდენიმე ძირითად მიღწევას გამოვყოფდი. პირველი, ეს იყო წლის დასაწყისში არსებული ეპიდვითარება, ვაქცინების არ არსებობა, ეკონომიკური ვითარება, რომელიც მინუსებში იყო და არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია. პარლამენტი პარალიზებული იყო, ქვეყანა მუდმივი საბოტაჟის წინაშე იყო და ასევე იყო არჩევნები, გამოცხადებული რეფერენდუმი.
დღეს თუ კიდევ ერთხელ შევაფასებთ, სად ვართ, როგორ განვლეთ ეს პერიოდი, ალბათ არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ მართლაც წარმატებული წელი გვქონდა. წელი დავხურეთ იმით, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გვაქვს 5 მილიონზე მეტი ვაქცინა, რომლითაც მოსახლეობას რეალურად არჩევანის გაკეთების საშუალება მივეცით, მათ თავად გადაწყვიტეს და მილიონი ადამიანი საკუთარი სურვილით აიცრა, ამასთან დაკავშირებით უამრავი კამპანია ვაწარმოეთ. არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და აბსოლუტურად კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, ამის აღიარება ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგეთ და დავასრულეთ ეს რეფერენდუმი, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და დავასრულეთ ყოველგვარი სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და ა.შ.
ყველა კითხვა მოიხსნა შესაძლო თეორიულ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ მოვიპოვეთ თითქმის 47% და არჩევნები ყველა მუნიციპალიტეტში დამსახურებულად მოვიგეთ. რაც მთავარია, ჩვენ არჩევნების დღეს და წინა დღეს ქვეყანას ავარიდეთ ძალიან დიდი პროვოკაცია და მოსალოდნელი სისხლისღვრაც, არ მოვერიდები ამის თქმას, რადგან ჩვენ დეტალურად ვიცოდით და ვიცით მათი გეგმების შესახებ.
საბოლოო ჯამში ქვეყანა დამშვიდდა, დაწყნარდა, გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პირობები და ძლიერი ფუნდამენტი იმისთვის, რომ გაცილებით ძლიერი და წარმატებული იყოს 2022 წელი. შემდგომი სამი წელი, სანამ არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, უნდა იყოს აღმშენებლობის, განვითარების, კეთილდღეობის მომტანი, მშვიდობის, სტაბილურობის წლები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში.
ასევე საინტერესოა:
🔵 კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა
🔵 აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა - პენიტენციური სამსახურის განცხადება
1741082834
ახალი ამბებიირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უზბეკეთის პრემიე...
1741081497
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ, ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, არ არიან დაინტერესებულები, უკრაინაში ეს ომი დასრულდეს
„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ - ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და არ არ...
1741081056
ახალი ამბებითბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა
თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაობი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტ...
1741079387
საზოგადოებაჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას
ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...
1741078518
საზოგადოებალევან მახაშვილი - მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია
მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...