"თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში" - სააკაშვილის ექიმი ნიკა გვარამიას, ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი, ნიკა გვარამიას, ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს.
ექიმის თქმით, გვარამიამ მას ხელი მოაწერინა ტექსტზე, რომელიც შემდეგ თავად განავრცო.
"28 დეკემბერს პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან მყოფი ნიკა გვარამია გამესაუბრა, თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში.
რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ იყო გაცემული მოკლე პასუხები.
ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით.
რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერი გაკეთებული განცხადებით.
აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკს მომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა.
მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემო აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი როგორც ექიმის დისკრედიტაციას", - აცხადებს ნინო გოგორიშვილი.
ნიკა გვარამიამ მედიასთან წაიკითხა გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ მან ფორმა 100-ს ხელი ისე მოაწერა, რომ სახელმწიფო კონსილიუმი საქმის კურსში არ იყო.
მკურნალი ექიმი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს და მისი მკურნალობა საქართველოს პირობებში თავისუფლების გარეშე რეაბილიტაცია შეუძლებლად მიაჩნია.
სხვა სიახლეები:
🔳 რამდენი ლარი ეღირება 29 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარი, ევრო, ბრიტანული გირვანქა და თურქული ლირა?
🔳 რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა - ეს საინტერესოა!
🔳 დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისის ტრადიცია აღდგა (ფოტო)
1741073286
ახალი ამბებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...
1741071610
მსოფლიოიაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი
იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...
1741070616
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მი...
1741067507
ახალი ამბები„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე
„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...
1741065872
მსოფლიოდონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters
თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...