თბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 10-ჯერ ზრდის - ბენეფიტი 10 000 ლარი იქნება

„100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული ხანდაზმულები 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარს მიიღებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური პროგრამების განხორციელებას მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც ძირითადი ადგილი დაეთმობა.

„მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, არის სოციალური პროგრამები. ჯერ კიდევ არსებობს ოჯახები, ვისაც ჩვენი მხრიდან თანადგომა სჭირდებათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს ჩვენგან ხელშეწყობა ჰქონდეთ და არავინ დარჩეს პრობლემის პირისპირ. ჩვენ გვაქვს პროგრამა, როდესაც ადამიანს 100 წელი უსრულდება, დედაქალაქის მერია ჯილდოს სახით, 1 000 ლარს გადასცემს. წლების განმავლობაში ასე იყო, წელს კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო 10-ჯერ გაიზარდოს და 10 000 ლარი გადავცეთ 100 წელს შესრულებულებს. მინდა, ამ ადამიანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ გასულ წელს ფულადი დახმარება 1 000 ლარის ოდენობით, 57 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათ შორის, 23-ს ერთი საუკუნე, ხოლო 34-ს, 101 და მეტი წელი შეუსრულდა.

„მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თანხის მისაღებად, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737530421

ახალი ამბები

თეა წულუკიანი თორნტონს: ეჰ, ლაურა, ლაურა! ადრე, ჩემს ბავშვობაში, ტვინი იყიდებოდა დეზერტირის ბაზარში და იქნებ, გეცადათ?

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა თორნტონის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ეჰ, ლაურა, ლაურა! ადრე, ჩემს ბავშვობაშ...

თეა წულუკიანი თორნტონს

1737529756

მსოფლიო

ლორა თორნტონი ამბობს, რომ ტრამპი „გამაუპატიურებელი და კრიმინალია“

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „გამაუპატიურებელი და კრიმინალია“. ეს განცხადება თორნტონმა...

ლორა თორნტონი და ტრამპი

1737529507

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა შეიწყალა პატიმარი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიწყალა დარქნეტ-მაღაზიის, Silk Road-ის დამფუძნებელი როს ულბრიხტი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს. 40 წლის როს ულბრიხტს 20...

დონალდ ტრამპი

1737528061

მსოფლიო

ტრამპი წინააღმდეგი არ არის ილონ მასკმა TikTok-ი იყიდოს

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წინააღმდეგი არ არის მილიარდერმა ილონ მასკმა TikTok-ი იყიდოს. ამის შესახებ CNN-ი ციტირებს. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს ტექნიკური მაგნატის ილონ მასკის მიერ პ...

ტრამპი წინააღმდეგი არ არის ილონ მასკმა TikTok-ი იყიდოს

1737526752

მსოფლიო

თურქეთში, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა

თურქეთში ბოლუს რეგიონში კარტალკაიას სამთო-სათხილამურო კურორტზე განთავსებულ ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ გაჩენილ ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 76 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 51 დაშავდა. ქვეყნის პრეზიდენტის რეჯე...

სასტუმროში ხანძარი