აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, უამინდობის გამო დახურულია სკოლები, მაგისტრალები, ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია 2200-ზე მეტი ფრენა, ხოლო შეფერხებებია 3000 რეისზე.
ნიუ იორკის გუბერნატორმა, ქეით ჰოჩულმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ნიუ იორკის დასავლეთით მდებარე ათეულ ოლქში. რამდენიმე შტატის, მათ შორის ლუიზიანას, მისისიპისა და ალაბამას გუბერნატორებმა ასევე გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა.
ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა განაცხადა, რომ თოვლი იშვიათი მოვლენაა ფლორიდაში, ამიტომ ინფრასტრუქტურა განსხვავებულად არის შემუშავებული. დესანტისმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
1737532049
მსოფლიოთურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ჩანაქკალე-აივაჯიკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:38 საა...
1737531760
ახალი ამბებითბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 10-ჯერ ზრდის - ბენეფიტი 10 000 ლარი იქნება
„100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული ხანდაზმულები 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარს მიიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დედაქალაქი...
1737530421
ახალი ამბებითეა წულუკიანი თორნტონს: ეჰ, ლაურა, ლაურა! ადრე, ჩემს ბავშვობაში, ტვინი იყიდებოდა დეზერტირის ბაზარში და იქნებ, გეცადათ?
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა თორნტონის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ეჰ, ლაურა, ლაურა! ადრე, ჩემს ბავშვობაშ...
1737529756
მსოფლიოლორა თორნტონი ამბობს, რომ ტრამპი „გამაუპატიურებელი და კრიმინალია“
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „გამაუპატიურებელი და კრიმინალია“. ეს განცხადება თორნტონმა...
1737529507
მსოფლიოდონალდ ტრამპმა შეიწყალა პატიმარი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიწყალა დარქნეტ-მაღაზიის, Silk Road-ის დამფუძნებელი როს ულბრიხტი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს. 40 წლის როს ულბრიხტს 20...