თბილისის მერია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების 97 ვაგონს შეიძენს

„97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით, 27 ივნისს ბაზრის კვლევა გამოცხადდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაინტერესებული კომპანიებისთვის სათანადო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ასევე, შესაძლებელია ინფორმაციის გამოთხოვა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“. 

მეტროს ვაგონების განახლების ყველანაირი რესურსი ამოწურულია. მომდევნო წლებიდან გარკვეული ვაგონების ექსპლუატაციის ვადაც გადის. შესაბამისად, გვინდა, რომ მთლიანად განვაახლოთ ვაგონები მეტროში. შემადგენლობების ჩანაცვლების პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს შვიდ წელს, რომლის ფარგლებშიც, 2030 წლის ჩათვლით, უახლესი, თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (13 ერთეული 4-ვაგონიანი და 9 ერთეული 5-ვაგონიანი) ეტაპობრივად მოგვეწოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB).

„შესყიდვის ბიუჯეტი დაზუსტდება ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ. დაინტერესებული კომპანიების წინადადებების მიღების ბოლო ვადა განსაზღვრულია 29 ივლისის ჩათვლით. პირველადი შეფასებით, საორიენტაციო ბიუჯეტი, დაახლოებით, 200 მლნ ევრო. შესყიდვის შედეგად, მატარებლები იქნება „გამჭოლი“ ვაგონებით; „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს 5-ვაგონიანი მატარებლები, გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით. ეს მეტროს ვაგონების განახლების პირველი ეტაპია. პროექტი გაგრძელდება ძველი ვაგონების სრულ განახლებამდე. ამჟამად, გვყავს მეტროს 192 ვაგონი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719749804

საზოგადოება

მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს - ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო! - კახა კალაძე

„დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია“, - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში. კახა კალაძე აღნიშნავს,...

კახა კალაძე:

1719746420

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: ხან რა რეზოლუციას და ხან რას იღებენ - შიში აქვთ, უკრაინაში ომი რომ დამთავრდება, თვითონ არ გახდნენ დარტყმის ობიექტები - არცერთ ქვეყანას არ ეკითხება ის, ჩვენ რა კანონს მივიღებთ

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო წირვა ხირსის მამათა მონასტერში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მან მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა ისაუბრა საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვე...

ააა

1719744530

ახალი ამბები

არჩილ არველაძე ინგა გრიგოლიას: თქვენც კი ძალიან ბედნიერები ხართ და ლამაზად აშუქებთ ამ მოვლენას

ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძე ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს. არველაძე აღნიშნავს, რომ უხარია, როცა მთელი საქართველო ერთნაირად აღნიშნავს და ზეიმობს ამ მოვლენას...

ინჰა და აჩი

1719739196

საზოგადოება

2 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 2 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით,...

ამინდი

1719736317

ახალი ამბები

დღევანდელი მატჩის შემდეგ მოქალაქეებს ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

ესპანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროი...

ავტობუსი