„ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია...“ – კახა კალაძე

ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია, მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით გვათქმევინებს – ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო!, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.

„დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია.

დღეს კიდევ ერთხელ ვთანხმდებით – როდესაც ვერთიანდებით საერთო მიზნით, საერთო მისწრაფებით, ბრძოლის ჟინით, წარმატების რწმენით, ვაღწევთ გამარჯვებას და ვაგრძელებთ განვითარებას.

ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ამის დასტურია. ამ შემართებამ გააძლებინა ჩვენს პატარა ქვეყანას საუკუნეების მანძილზე და არა მხოლოდ გააძლებინა, შეაქმნევინა უნიკალური კულტურა, ისტორია და მისცა კიდევ უფრო დიდი მომავალი.

მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს – ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო! საქართველო, არ გაჩერდე“, - წერს კახა კალაძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1719915214

საზოგადოება

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ლეგენდარულ ანსამბლ „ერისიონს“ Black Sea Arena 24 აგვისტოს უმასპინძლებს!

24 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში შეკვეთილში ანსამბლი „ერისიონი“ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხესა და დროში თავიანთი შემოქმედებით გვამოგზაურებს, შემოქმედებით, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში...

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ლეგენდარულ ანსამბლ „ერისიონს“ Black Sea Arena 24 აგვისტოს უმასპინძლებს!

1719908134

საზოგადოება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დახვედრის ცერემონიასთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება

დღეს, 2 ივლისს, თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის ცერემონია გაიმართება. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. „2 ივლის...

თავისუფლების მოედანი

1719906346

საზოგადოება

საქართველო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 46 000 ევროთი დააჯარიმეს

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთის ეროვნული ფედერაციების უმეტესი ნაწილი, ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე UEFA-ს ორგანიზატორებმა ჯამში 1 293 645 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას The New Y...

საქართველო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 46 000 ევროთი დააჯარიმეს

1719901291

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - ფოტოები აეროპორტიდან

 საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა, ფოტოებს სოციალურ ქსელში Tbilisi and Batumi International Airport ავრცელებს. ცნობისთვის, 2 ივლისს საღამოს, 22:00 საათზე კი თავისუფლების მოედანზე ნაკრე...

საქართველოს ეროვნული ნაკრები

1719898275

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა. რეისი კიოლნი-თბილისი რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთელებს დილიდან...

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა