თეა ახვლედიანმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა.
თეა ახვლედიანმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
„მე ძალიან მოხარული ვარ დღეს რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და ჩემს კოლეგებთან ერთად, მაქვს შესაძლებლობა და პატივი მოგმართოთ, და მოგილოცოთ ყველას, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ვინც დღეს ზეიმობთ ნოვრუზ ბაირამს.
დღეს ჩვენ მარნეულში ერთად აღვნიშნავთ ამ უძველესი კულტურისა და ტრადიციის დღესასწაულს, რაც წარმოაჩენს იმ ურთიერთპატივისცემას და იმ უნიკალურ ღირებულებებს, რაც ჩვენს ქვეყანაში მრავალეთნიკური საზოგადოების წევრებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა; ეს ჩვენი ისტორიული მონაპოვარია, რომელსაც დღეს ჩვენ განვამტკიცებთ ერთმანეთის თანადგომით, კულტურული თვითმყოფადობის მხარდაჭერით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში, მათ შორის და იმ ძალისხმევით, რომლითაც ჩვენ მომავალშიც ერთად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ დასახულ მიზნებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.
სახელმწიფო მინისტრი ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო და ადგილზე მოწყობილი ეთნო კუთხეები და ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა.
მარნეულში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მერი ქენან ომაროვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
1742663671
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით გლობალურ აქციას - „დედამიწის საათი“
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით საერთაშორისო კამპანიას „დედამიწის საათი“, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტის სასახლის განათება ერთი საათით გაითიშა. „დედამიწის საათი“ გლობალური...
1742661789
ახალი ამბებიშალვა ნათელაშვილი - სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია, რომლის ეკრანიდანაც არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები. იგივე ხდება „ტვ პირველზე“- ხაზარაძე ამაში მაინც მიბაძე იმ მაგარ ხალხს საიდანაც წარმოიშვი
„სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც დღე და ღამ არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები.ზუსტად იგივე ხდება ბანკირ ოლიგარქ ხაზარაძის ტვ პირველზე იმ განსხვავ...
1742659408
ახალი ამბებიირაკლი ბეროშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ბრინჯაოს პრიზიორია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი ბეროშვილმა (-81 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კანადელი ფრანსუა გოტიე დრაპუ დაამარცხა დ...
1742657736
ახალი ამბებიზაურ დვალაშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ბრინჯაოს პრიზიორია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგი არნაუ არეგბა 20 წამში დაამარცხა. მე...
1742657626
ახალი ამბებიუბედური შემთხვევა ქობულეთში - კაცი სახლის სახურავიდან გადავარდა და დაიღუპა
ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, შუა ხნის კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მეზობელს ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავზე ფეხი მოუცურდა და ჩამოვარდა. კაცი ადგილზე...