ლევან მაჭავარიანი: ახალგაზრდებს რომ ატყუებენ, თითქოს, „ქართული ოცნებაა“ რეჟიმი, მათ უნდა უყურონ საგამოძიებო კომისიის მუშაობას და მერე გაავლებენ პარალელს, რას ნიშნავს ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმი და რას ნიშნავს დემოკრატია

საგამოძიებო კომისიის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვსაყვედურობდა, რატომ არ ვაკეთებდით ამას მანამდე, იყო რაღაც გარემოებები და ჩვენი მოქალაქეები შემოდიან ჩვენს მდგომარეობაში. მანამდე ვერ შევძელით, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, წლების წინ იმდენი პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა, რამდენიც დღეს გვაქვს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ერთი მიზანია სამართლებრივი შეფასება მიეცეს ყველა დანაშაულს, ხოლო, მეორე მიზანია, ახალგაზრდებმა, რომლებსაც ატყუებენ, თითქოს „ქართული ოცნება“ რეჟიმია, უყურონ კომისიის სხდომებს და თავად გაავლონ პარალელი რას ნიშნავს ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმი და რას ნიშნავს დემოკრატია.
„ჩვენი მოქალაქეები აკვირდებიან, მით უმეტეს, ბოლო სამი წლის განმავლობაში, როგორ ნაბიჯებს დგამს „ქართული ოცნება“. ჩვენ ვართ დამოუკიდებლები ჩვენს გადაწყვეტილებებში, ჩვენი სუვერენიტეტი არის ისეთი მყარი, როგორც არასდროს ყოფილა და შესაბამისად, დამოუკიდებლად ვდგამთ ნაბიჯებს და ყველა გადაწყვეტილებას, რაც ჩვენს ქვეყანას შეეხება, ვიღებთ საქართველოშივე.
კომისიის მუშაობას აქვს ორი დატვირთვა. პირველი, აუცილებელია, სამართლებრივი შეფასება მიეცეს ყველა დანაშაულს, მით უმეტეს, ჩვენ ვალდებულები ვართ იმ ათიათასობით ოჯახის წინაშე, ვინც თავის თავზე იწვნია ეს უსამართლობა და ჩაგვრა და პირდაპირი მნიშვნელობით შეიწირა ოჯახების წევრები. მეორე დატვირთვა ის არის, დღეს რომ ახალგაზრდებს ატყუებენ, თითქოს, „ქართული ოცნება“ არის რეჟიმი, ამ ახალგაზრდებმა უნდა უყურონ ამ კომისიის მუშაობას პირდაპირ ეთერში, ვთხოვ არ დაიზარონ და მერე გაავლებენ პარალელს, რას ნიშნავს ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმი და რას ნიშნავს დემოკრატია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1742755094
სპორტი„დღევანდელი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ და ჩემი მიზანია, რომ გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მაქსიმალურად კარგად მოვამზადო“ - ვილი სანიოლი
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-აუტის საპასუხო მატჩის (6:1) შემდეგ ისაუბრა. „ყველა ტურნირზე, სადაც გამოვდივართ, გვსურს, რომ მაქსი...
1742753463
სპორტი„ბოდიშს ვუხდი სომეხ ხალხს და სომეხ გულშემატკივარს ასეთი ანგარიშისთვის, არ ვიცი, ასე რატომ ვითამაშეთ, უბრალოდ, არ ვიცი, ახლა რა ვიფიქრო“ - სომხეთის მწვრთნელი
სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-აუტის საპასუხო მატჩის (1:6) შემდეგ ისაუბრა. „როგორც წინა პრესკონფერენციებზე ვთქვი, მიქაუტაძე...
1742752285
ახალი ამბებიპრეზიდენტი: მადლობა ჩვენს საამაყო ნაკრებს ამ შესანიშნავი თამაშისთვის! მთელი საქართველო თქვენ გვერდით დგას - წინ დიდი გამარჯვებებისკენ!
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა ეროვნულ ნაკრებს მომდევნო თამაშებში. „გილოცავთ! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა...
1742751810
სპორტი„ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი, რაც ჩვენს ნაკრებს უთამაშია“ - გურამ კაშია
უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის დასრულდა. შეხვედრა ვილი სანიოლის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა, რასაც ლოგიკური დასასრული მოჰყვა. მატჩი საბო...
1742750518
სპორტი„ასეთი სიამოვნება არცერთ სხვა სტადიონზე თამაშისას არ მიმიღია“ - ოთარ კიტეიშვილი
ოთარ კიტეიშვილმა საქართველო-სომხეთის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ის აღნიშნავს, ნაკრების კარგი თამაშით გახარებულია. „დინამო არენა“ ჩვენთვის განსაკუთრებული სტადიონია, რაც კიდევ ერთხელ დადასტ...