ცოლის და სიდედრის სასტიკი მკვლელობა რუსთავში - ბრალდებულს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.


საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 22 მაისს ქ. რუსთავში ბრალდებულმა მეუღლის და სიდედრის მიმართულებით, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, სანადირო თოფიდან არაერთხელ გაისროლა. აღნიშნულის შედეგად მათ გულ-მკერდის არეში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდში ბრალდებული დაზარალებულ მეუღლეს გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით სისტემატურად ამცირებდა, აკონტროლებდა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა მასზე.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2024 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ბ“, „თ“, „კ’“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრი ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1733225850

სოციალური მედია

„ბავშვებს ნუ წაიყვანთ აქციაზე და ნურც ტელევიზორთან დატოვებთ!“ - ფსიქოლოგის საგანგებო მიმართვა მშობლებს

ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი ეხმაურება არასრულწლოვნების დასწრებას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე. როგორც ფსიქოლოგი სოციალურ ქსელში წერს, ბავშვებისთვის ისეთი მოვლენების თამამონაწილეობა, როგორიც რუსთ...

ფსიქოლოგი ბზიკო დალაქიშვილი

1733225406

ახალი ამბები

შსს: დოდი ხარხელი დაკავებული არ არის

 სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დაკავებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის დოდი ხარხელის საცხოვრებელ სახლში...

შსს: დოდი ხარხელი დაკავებული არ არის

1733221143

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სოციალურ ქსელ „X“-ზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამწუხარო და შემაშფოთებელი განცხად...

შენობა

1733219959

საზოგადოება

„ქალბატონო, სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, სად...

ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილ

1733216629

ახალი ამბები

2 დეკემბერს გამართული აქციის დროს დაშავებულ 26 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს გამართული აქციის დროს დაშავებულ 26 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, მათ შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი წარმომადგენელი. როგორც უწყებ...

ჯანდაცვის სამინისტრო