წულუკიანი: კონკრეტულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა სააკაშვილი, ჩაიკეტებოდნენ ბიჭები და იღებდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ისე, რომ პრემიერსაც არ აყენებდნენ საქმის კურსში

ახსნა-განმარტების მომცემმა პირმა დაადასტურა, რომ საქართველომ მიხეილ საკაშვილის მმართველობის პერიოდში, 2008 წლამდე, სულ მცირე, ორჯერ გაიარა ბეწვის ხიდზე. 2004 წლის აგვისტოში და 2006 წელს საომარი მოქმედებები აიცილა, ანუ აიცილა აგვისტოს ომი. ეს დადასტურდა სხვადასხვა პირის ოფიციალური განმარტების შედეგად, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიი თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა საქართველოს დამატებით დაუკარგა 111 სოფელი ცხინვალის რეგიონში.
„ასევე, დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ 400-მდე სოფელი იქნა ოკუპირებული 90-იან წლებში ცხინვალის რეგიონში და აგვისტოს ომის შედეგად დამატებით სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა საქართველოს დაუკარგა 111 სოფელი ცხინვალის რეგიონში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ოკუპაცია დროებითია და სამუდამოდ დაკარგული ტერიტორიები არ გახლავთ.
დღევანდელი სხდომის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ არაერთმა მაღალი თანამდებობის პირმა, რომლებიც იმ დროს ამ პოზიციებს იკავებდნენ, დაადასტურეს, რომ სააკაშვილის რეჟიმს, იცოდა რა წინასწარ, რომ საომარი მოქმედებები იწყებოდა, არ შეუტყობინებია ცხინვალის რეგიონში მყოფი ჩვენი მოსახლეობისთვის. არ შეუტყობინებია დაუცველი, შეუიარაღებელი პირებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმის შესახებ, რომ ისინი იყვნენ სასიცოცხლო საფრთხის წინაშე.
რეალურად, მოსახლეობა ჩატოვეს და არაერთი მათგანი გადარჩა სხვადასხვა პიროვნული ინიციატივის წყალობით, რომ მათ ურეკავდნენ ნათესავები, ინფორმირებული პირები, ეუბნებოდნენ, თავს უშველე, გაიქეცი და ვინც იქ ჩარჩა, ან რუსული ბომბების ქვეშ დაიღუპნენ, ან დახვრიტეს. ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს, შესაძლოა, ყოფილიყო განზრახ გაკეთებულიც, რათა შემდეგ სააკაშვილს სალაპარაკოდ ჰქონოდა, რომ დაუხოცეს საქართველოს სამოქალაქო მოსახლეობა, რაც ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად შეეძლო, თავიდან აეცილებინა ეს ყოველივე“, - განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, თეა წულუკიანის განცხადებით, ხვალ დაგეგმილ სხდომაზე გამოკითხვაზე არიან დაბარებულები ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები: ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და ასევე, შალვა ჯანაშვილი.
„ის რეჟიმი, რომლის საქმიანობასაც ჩვენი კომისია სწავლობს, რუსეთის წინააღმდეგ ან არ იბრძოდა, ან იბრძოდა ისე, რომ გაწირავდა ხოლმე საკუთარ ჯარისკაცს, სამოქალაქო პირს და სახელმწიფო ინტერესს. ამ შეცდომის გამოსწორება მოუწია „ქართულ ოცნებას“ ჰააგის სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლოში, ასევე დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობისთვის ქმედითი შველის და მზრუნველობის აღმოჩენის მიმართულებით.
დღევანდელი სხდომიდან გამოიკვეთა, რომ ეს იყო კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი, რომელსაც ზოგიერთმა გამომსვლელმა „პოლიტიკური ელიტა“ უწოდა. ჩაიკეტებოდნენ ბიჭები სააკაშვილის ხელმძღვანელობით და იღებდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ისე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც კი სათანადოდ და ეფექტურად არ აყენებდნენ საქმის კურსში.
ჩვენ ასევე უნდა დავინტერესდეთ, სააკაშვილი და მისი ამფსონები, რომელთაგან ერთ-ერთი, ირაკლი ოქრუაშვილი დღეს არ გამოცხადდა, ხომ არ მოქმედებდნენ ვიღაცის ან რაღაცის ზეწოლის ქვეშ. ეს, შესაძლოა, ყოფილიყო ერთი სახელმწიფო, ორი სახელმწიფო, შესაძლოა, ყოფილიყო არაერთი სახელმწიფო, ან სახელმწიფოთა ჯგუფი, ან რაღაც ჯგუფები“, - განაცხადა წულუკიანმა.
1743266874
სპორტი„იყო მძიმე ტრავმის საფრთხე, მაგრამ „პალერმოსთან“ თამაშისთვის მზადაა“ - „სალერნიტანას“ მწვრთნელი ლოჩოშვილზე
ულ ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და „სალერნიტანას“ „პალერმოს“ წინააღმდეგ მატჩში დაეხმარება. ქართველმა მცველმა დაზიანების გამო მოედანი სომხეთთან შეხვედრის მეორე ტაიმში დატოვა, რის გამოც საპასუ...
1743264929
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ახალგაზრდებმა ყურადღებით უნდა ადევნონ თვალყური პარლამენტში მიმდინარე პროცესს, რადგან რაც შეიძლება ნაკლები ახალგაზრდა მოექცეს იმ ბინძური აღქმების ქვეშ, რომელსაც უსამშობლო აგენტურა გვთავაზობს
ბოლო დღეების ისტერია უსამშობლო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და დაფინანსების გარეშე დარჩენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ემსახურება ერთ მიზანს - როგორც 2012 წლამდე მათი რეჟიმის დროს, ასევე...
1743263201
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: „ნაცები" არ იმჩნევენ არც ხალხის მიტოვების ამბავს აგვისტოს ომის დროს, არც ანწუხელიძეზე და ქართველ სამხედროებზე ომის დანაშაულის დაბრალებას, პანიკაში არიან და ზრუნავენ, იქნებ აგრესიის გადმოტანით ჩაფარცხონ ეს თემა
„ნაცები“ არ იმჩნევენ არც ხალხის მიტოვების ამბავს აგვისტოს ომის დროს, არც ანწუხელიძეზე და ქართველ სამხედროებზე ომის დანაშაულის დაბრალებას!!! პანიკაში არიან და ერთადერთ რამეზე ზრუნავენ - იქნებ აგრესიის...
1743261284
ახალი ამბებიგრეტა წიწავა: „ნაცების“ პარლამენტმა 2008 წლის 10 აგვისტოს დაამტკიცა სააკაშვილის დოკუმენტი, რუსეთი საქართველოში 8 აგვისტოს შემოიჭრაო - ამ ყველაფრის ფონზე დღეს ამბობენ, „ქართული ოცნება“ აბრალებს საქართველოს ომის დაწყებასო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების შესახებ რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს ეხმიანება და ა...
1743259840
ახალი ამბებისაქართველოს ელჩი ჩინეთში - საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ დერეფანს წარმოადგენს, რაც ქვეყანას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს და მის მიმართ ინტერესს ზრდის
ჩინეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, პაატა კალანდაძის თქმით, საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ დერეფანს წარმოადგენს, რაც ქვეყანას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს და მის მი...