უკრაინას აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ოჯახები დატოვებენ

რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო, უკრაინას დატოვებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრები. შესაბამისი განკარგულება სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა.
უკრაინის დატოვება ნებაყოფლობით შეუძლიათ საელჩოს დაქირავებულ თანამშრომლებსაც. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ სხვა ამერიკელებს ურჩევენ, იფიქრონ კომერციული ავიარეისებით ქვეყნის დატოვებაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს არის სიფრთხილის ზომა და არა ევაკუაცია, რადგან საელჩო და დიპლომატები მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობენ.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე, მოგზაურობისთვის საჭირო რეკომენდაციებს დაემატა 23 იანვარს განახლებული ინფორმაცია უკრაინაზე, რომელიც საფრთხის შემცველ უმაღლეს, მეოთხე კატეგორიაშია.
ამერიკელებს ურჩევენ, არ გაემგზავრონ უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის და COVID-19-ის გამო.
ბოლო თვეებში დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა რუსეთის მიერ, სამხედრო სწავლებების მოტივით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასამდე სამხედროს განთავსებამ, რასაც კიევი და დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად.
ამას რუსეთი უარყოფს, თუმცა, აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს „უსაფრთხოების გარანტიებს". კრემლის ერთ-ერთი მოთხოვნაა ნატომ უარი თქვას ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.
წყარო: „რადიო თავისუფლება“
ასევე საინტერესოა:
🔵 გამოვლინდა ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 22.65%
🔵 7 ნოემბრის საქმე - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
🔵 ლეგენდარული კორადო კატანი - ასე გამოიყურება ცნობილი „რვაფეხა“ დღეს
1741550966
ახალი ამბებილევან მახაშვილი: იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთანმ, პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“
„ იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფ...
1741550024
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ქართულ ოპოზიციას და ბრიუსელის ბიუროკრატებს ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავთ - „დიფ სთეითი“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ იცის, თუ რა პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ და რა არის „ქართული ოცნების“ გზავნილები. დეპუტატ...
1741548815
ახალი ამბებინინო წილოსანი: რასაც ვადევნებთ თვალყურს, მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო
ფაქტია, რასაც ვადევნებთ თვალყურს მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო. სწორედ ამ პროცესების ნაწილი...
1741547534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად და მათზე შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს სახელმწიფოზე
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარი...
1741545611
სპორტიგურამ თუშიშვილი ოქროთი დაბრუნდა!
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში თავის პრინციპულ მეტოქეს, ჩეხ ლუკაშ კრპალეკს სძლია და ტურნირზ...