უწმინდესი და უნეტარესი ილია II იუბილარია - პატრიარქი 89 წლის გახდა

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 89 წლის გახდა.

"დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ მის უწმინდესობას ამ დღეს.

 მადლობას ვწირავთ უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს სწორედ ასეთი გამორჩეული საჭეთმპყრობელი გვარგუნა.

მისი უწმინდესობა მრავალი წელია დაუღალავად გვასწავლის ქრისტეს რწმენის ერთგულებას, სიყვარულს, მადლიერებას, მოთმინებას, სიკეთეს, შენდობასა და ადამიანებზე ზრუნვას.

ვუსურვებთ უწმინდესსა და უნეტარესს ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს!

დაე, უფლის შეწევნით, კიდევ დიდხანს ეწინამძღვროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ქრისტეს ჭეშმარიტებისა და ქართველი ერის სულიერად განმტკიცებისკენ სავალ გზაზე",- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

89 წლის წინ, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში გიორგი და ნატალია შიოლაშვილების ოჯახს ახალი წევრი შეემატა.

ახალშობილს მშობლებმა ირაკლი დაარქვეს, რომელიც მესამე დღეს წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში მონათლეს.

იმ დროს, ვერც ნათლობის საიდუმლოს აღმსრულებელი არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი) და ვერც ნათლია, მონაზონი ზოილე (დვალიშვილი) ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მონათლეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი...

სხვა სიახლეები:

📍"ბიჭი დღესასწაული წავიდა... წავიდა და ისეთი ტკივილია, კედელი გინდა გაარღვიო" - რას წერს სოფიო მდინარაძე გარდაცვლილ ბიზნესმენ ირაკლი ჭკადუაზე

📍საქართველოში კორონავირუსით 67 პაციენტი გარდაიცვალა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი

1741526054

ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნების სასახლე: კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა

 საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა - მე-16 საუკუნის ორი ნახატი „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი...

სასახლე

1741522889

ახალი ამბები

გია აბაშიძე: NGO-ების აშშ-ში გაუქმების მოთხოვნა მხოლოდ ილონ მასკის ახირება არაა, რადგან ულტრამამარცხენე ფლანგიდან დასპონსორებული სტრუქტურები ემსახურებიან მათ პატრონებს და არა საზოგადოების ინტერესებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის გამოხმაურებას აფასებს, რომელსაც შესანიშნავ იდეად მი...

ექსპერტი