ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, არ შეიძლება, „ქართული ოცნება“ დაემსგავსოს „ნაციონალურ მოძრაობას“-სოზარ სუბარი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 100 პროცენტით ვეთანხმები იმაში, რაც თქვა – არ შეიძლება, „ქართული ოცნება“ თუნდაც ერთ რამეში დაემსგავსოს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ეს იქნება „ქართული ოცნებისა“ და ქართული სახელმწიფოს სირცხვილი, რადგან ის სამარცხვინო პოლიტიკა იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე მკაფიოდ გამოხატული პოზიცია აქვს.
„ადამიანის უფლების დარღვევა, ადამიანების წამება ციხეებსა და პოლიციაში, ასევე სასამართლოს არარსებობა, საკუთრების უფლების უხეში ხელყოფა და ადამიანების უფლების უკიდურესი იგნორირება, ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა იყო და თუნდაც, მათ ერთ რამეში რომ დავემსგავსოთ, ეს იქნება სირცხვილი და საერთოდ, მართლა უარს ვიტყოდი პოლიტიკაში ყოფნაზე. მადლობა ღმერთს, არ არსებობს პუნქტი, რომელშიც შეიძლება, რაიმე მსგავსება დაისვას. მათ შორის, მათი ფსევდოდასავლურობა და სინამდვილეში, რუსეთის ინტერესების სამსახური, რაც თუნდაც, სტრასბურგის 2008 წლის რეზოლუციაში ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა. ჩვენი მკაფიო, გამოხატული პოზიციაა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე, განსხვავება ჩვენ შორის სწორედ ეს არის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების ის ნაწილიც შეაფასა, სადაც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება არის ღირსებისა და პატივის შემლახველი, რაც კატეგორიულად მიუღებელია“.
სოზარ სუბარის თქმით, კადრების გავრცელების მიზანი იყო, საზოგადოებას დაენახა, რომ პატიმრის მიმართ უფლებები არ ირღვეოდა.
„რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას, სამარცხვინო იყო ის კადრები, სადაც ჩანს, იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი როგორ აგინებს სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს, როგორ ესხმის მათ თავს ფიზიკურად, ასევე ექიმებს და ციხის თანამშრომლებს. ეს არის სირცხვილი, როცა პრეზიდენტი ასე იქცევა. ალბათ, ამის გამოქვეყნება ლამაზი არ იყო დასანახად, მაგრამ აუცილებელი იყო, რათა ქართული და საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდნენ, რომ ტყუილი იყო მტკიცება, რომ 10 ოქტომბრიდან მოყოლებული, ბოლო საათებს ითვლიდა სააკაშვილი, ვერ დგებოდა და ვერ ლაპარაკობდა, უმძიმეს ვითარებაში იყო.
ასევე თითქოს მის მიმართ უფლებები დაირღვა, თმებით ათრიეს, სცემდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ქართულმა და საერთაშორისო საზოგადოებამაც სრულიად საპირისპირო რაიმე დაინახეს, შესაბამისად, აუცილებლობა იყო, რომ ეს კადრები გამოქვეყნებულიყო. პრეზიდენტს ვეთანხმები იმაში, რომ სამარცხვინო იყო სააკაშვილის კადრები, როგორც თავად იქცეოდა, მაგრამ იმ ნაწილში, მის მიმართ რა ქცევასაც ჰქონდა ადგილი, მისი არც ერთი უფლება არ დარღვეულა. როცა ვსაუბრობთ სააკაშვილზე, როგორც ყოფილ პრეზიდენტზე, როგორც პატიმარზე, მის მიმართ გაცილებით მეტი ყურადღებაა საჭირო და ეს ყურადღება გამოიხატება იმაში, რომ როცა სხვა პატიმრები შიმშილობენ, კონსილიუმები არ იქმნება, სამოქალაქო ექიმები არ მორიგეობენ და ამ შიმშილობას ციხის ადმინისტრაცია და სავაადმყოფო მართავენ, სააკაშვილის შემთხვევაში კი, განსხვავებული ნორმაა და ეს არის სწორი, რადგან სხვანაირად არ შეიძლება ყოფილიყო“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა ერთია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. თუმცა, მისივე თქმით, ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, როგორ მოვეპყრობით მას.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე აღნიშნა: „თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია“.
ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ევალება, საზოგადოებას აცნობოს, კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1741550966
ახალი ამბებილევან მახაშვილი: იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთანმ, პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“
„ იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფ...
1741550024
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ქართულ ოპოზიციას და ბრიუსელის ბიუროკრატებს ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავთ - „დიფ სთეითი“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ იცის, თუ რა პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ და რა არის „ქართული ოცნების“ გზავნილები. დეპუტატ...
1741548815
ახალი ამბებინინო წილოსანი: რასაც ვადევნებთ თვალყურს, მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო
ფაქტია, რასაც ვადევნებთ თვალყურს მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო. სწორედ ამ პროცესების ნაწილი...
1741547534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად და მათზე შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს სახელმწიფოზე
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარი...
1741545611
სპორტიგურამ თუშიშვილი ოქროთი დაბრუნდა!
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში თავის პრინციპულ მეტოქეს, ჩეხ ლუკაშ კრპალეკს სძლია და ტურნირზ...