ვინ მოკლა გიორგი სანაია - სკანდალური აღიარება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 21 წლის შემდეგ, ყოფილი პატიმარი, კონსტანტინე ციხისთავი იმ პირებს ასახელებს, ვინც მკვლელობა დაუკვეთა.
"ფორმულას"- თან ინტერვიუში, სანაიას მკვლელობის დამკვეთებს შორის ციხისთავი კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსს თამაზ თამაზაშვილსაც ასახელებს.
კონსტანტინე ციხისთავი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრია.
ინტერვიუს აწ გარდაცვლილი გიორგი სანაიას ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია უძღვებოდა.
"ვიყავი შოთა ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრი, ერთ საღამოს პანკისის ხეობაში შს მინისტრის მოადგილის, კახა ბაკურაძის, კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის, თამაზ თამაზაშვილისა და შოთა ჭიჭიაშვილის შეხვედრას შევესწარი.
შეხვედრაზე გიორგი სანაიას მკვლელობა დაიგეგმა, ხელს გვიშლის, არ გაჩერდება, გადამდები საქციელი აქვს, უნდა მოვიშოროთ თავიდან, შენ მიხედავ, - უთხრა თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს.
ამ შეხვედრას შემთხვევით შეესწრო შოთა ჭიჭიაშვილის ძმის სიდედრი ნაირა მარგოშვილი, რაზედაც თამაზაშვილი გაბრაზდა, ხვალ მთელ პანკისს ეცოდინება ამ შეხვედრის ამბავიო.
ნაირა მარგოშვილი რამდენიმე დღეში გარდაცვლილი ტყეში იპოვეს.
გიორგი სანაია მოკლა შოთა ჭიჭიაშვილმა და არა გრიგოლ ხურცილავამ.
"გრიცკო" იყო ჩვენი ბანდის ინფორმატორი, ის გვაწვდიდა ინფორმაციას გასატაცებელი ობიექტების გადაადგილების შესახებ.
ის იძულებული გახდა, თავის თავზე აეღო გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე", - ეს დეტალები კოტე ციხისთავმა ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტი და გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანი, 26 წლის გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს. გამოძიებამ მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა და პასუხისგებაში გრიგოლ ხურცილავა მისცა. 2003 წლის 9 ივლისს, სასამართლომ ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხურცილავას ამნისტია შეეხო და ციხიდან 2013 წელს გათავისუფლდა.
რაც შეეხება შოთა ჭიჭიაშვილს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, 28 წლის შოთა ჭიჭიაშვილზე ეროვნული მასშტაბით ძებნა 1997 წლიდან იყო გამოცხადებული, 2000 წლიდან კი უკვე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ამ დროისათვის მას უკვე ადამიანების გატაცებებსა და მკვლელობებში ედებოდა ბრალი. გამოძიების მტკიცებით, სწორედ მისი ორგანიზებულია ისეთი ცნობილი და გახმაურებული საქმეები, როგორიცაა: ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს, ესპანელი ბიზნესმენების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრებისა და პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილის გატაცება.
ჭიჭიაშვილი 2003 წელს მოსკოვში დააკავეს და მისი ექსტრადირება საქართველოში მოხდა. 2005 წელს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჭიჭიაშვილი დამნაშავედ ცნო ადამიანების გატაცებაში, მკვლელობასა და ბანდიტიზმში. მათ შორის ყველაზე გახმაურებული, 2000 წელს, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ესპანელი ბიზნესმენების, ფრანცისკო როდრიგესისა და ანტონიო ტრიმილიოს გატაცების ფაქტია.
სასამართლომ ჭიჭიაშვილს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნით. ჭიჭიაშვილი პატიმრობაში 8 წელი და რამდენიმე თვე იმყოფებოდა. 2013 წელს ის ამნისტიის საფუძველზე და სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შედეგად პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
სხვა სიახლეები:
🔳 ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
🔳 "უკრაინის არმია უნდა განვითარდეს, მიუხედავად იმისა, შევა თუ არა ეს სახელმწიფო ალიანსში" - ზელენსკი
1741625030
სპორტი23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...
1741621047
მსოფლიოკრემლი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან
„რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ...
1741618565
მსოფლიოBild: აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება
აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. „დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელ...
1741616542
საზოგადოებაგორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....
1741612495
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...