ზელენსკი: მეშვიდე დღეს დაანგრიეს ჩვენი წმინდა სალოცავები. მარიუპოლში მეცამეტე დღეს, ბავშვი გაუწყლოების შედეგად გარდაიცვალა - ბოლომდე ვიბრძოლებთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ინგლისის პარლამენტში, თემთა პალატას მიმართა და მის ქვეყანაში, ომის მიერ გამოწვეულ ტრაგედიაზე ისაუბრა.

"პირველ დღეს მთელმა უკრაინამ სარაკეტო თავდასხმის ხმაურში გაიღვიძა და მას შემდეგ არ სძინავს.

ვიბრძვით ხმელეთსა და ზღვაზე.

საბოლოოდ მთელმა მსოფლიომ დაინახა, ვინ არიან დიდი ადამიანები და ვინ უბრალოდ ცხოველები.

შემოჭრიდან მეხუთე დღეს აშკარა ტერორი იყო სახეზე, ქალაქებზე, სკოლებზე, საავადმყოფოებზე ბომბით მიიტანეს იერიში.

ნაცისტებმა ათასობით ადამიანი მოკლეს.

მეშვიდე დღეს დაანგრიეს ჩვენი წმინდა სალოცავები.

მერვე დღეს მთელმა მსოფლიო დაინახა, რომ რუსული ტანკები ესროდნენ ატომურ ელექტროსადგურს, ეს იყო ყველაზე დიდი ტერორი კაცობრიობის წინააღმდეგ.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბლოკილ მარიუპოლში მეცამეტე დღეს, ბავშვი გაუწყლოების შედეგად გარდაიცვალა.

ისინი არ უშვებენ ხალხს, არ აძლევენ წყლის ან საკვების მიტანის საშუალებას.

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ვიბრძოლებთ ოკეანესა და ზღვებზე, ვიბრძოლებთ მთელი თავდაჯერებულობითა და ძალით.

ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენ მიწას", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბორის, მადლობა ჩემო მეგობარო", - აღნიშნა ზელენსკიმ.

სხვა სიახლეები: 

"ჩვენ ვუერთდებით მთელ მსოფლიოს აგრესიისა და ძალადობის დაგმობაში" - რუსეთში საქმიანობას "მაკდონალდსი" აჩერებს

რუსი სასულიერო პირები, უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

პოლონელი დედები, უკრაინელი დედებისთვის, საზღვართან საბავშვო ეტლებს ტოვებენ

ჯო ბაიდენი: უკრაინა ვერასოდეს გახდება პუტინის გამარჯვება  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740822105

მსოფლიო

„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...

მელორ წიფურია

1740820052

ახალი ამბები

გურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...

გურიის რეგიონი

1740817706

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...

ააა

1740816504

მსოფლიო

რუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...

მარკო რუბიო

1740814184

ახალი ამბები

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...

ირაკლი კობახიძე