კატარის ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში ქართული პროდუქცია განთავსდა

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და სპარსეთის ყურის რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელების კომპანია Lulu Hypermarket-ის მრავალთვიანი ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქცია განთავსდა,- ინფორმაციას ამის შესახებ კატარში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, 9 ივნისიდან დოჰასა და კატარის სხვა ქალაქებში არსებულ Lulu Hypermarket-ის 14 სავაჭრო ობიექტში კატარელი მომხმარებლები შეძლებენ სხვადასხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული 50-მდე ნაირსახეობის პროდუქტების შეძენას.

„მინერალური წყალი, ნატურალური წვენები, ჩაი, ყავა, კომპოტი, ჩირი, შოკოლადი – ამ და სხვა მზა პროდუქციასთან ერთად, სავაჭრო ქსელში განთავსდა ქართული სეზონური ხილი და ქართული ცხვრის ხორცი.

ქართული პროდუქციის Lulu-ს ქსელში განთავსების აღსანიშნავი ღონისძიება, სლოგანით „ქართული პროდუქტების ფესტივალი 2021“, საზეიმო ვითარებაში გახსნეს კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და Lulu Group International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰამედ ალტაფმა.

ფესტივალის ფარგლებში, მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში, Lulu Hypermarket-ის სავაჭრო ობიექტებში განხორციელდება სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები კატარულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში. 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714664000

სპორტი

„ატლეტიკოში“ იან ობლაკი შეიძლება მამარდაშვილმა შეცვალოს - AS

 ცნობილი ესპანური გამოცემა წერს, რომ „ატლეტიკოში“ იან ობლაკი შეიძლება საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შეცვალოს. წყაროს თანახმად, „როხიბლანკოში“ იან ობლაკი აღარ განიხი...

იტალია

1714662409

ახალი ამბები

,,ამერიკელებს საქართველოში არასათანადო ხალხი წარმოადგენენ და ვითომ პროდასავლელი აქტივისტები სინამდვილეში პრორუსები არიან” - იაგო ხვიჩია

 ყველგან ფიზიკურად ცუდად იქცევა და ნომერ პირველი არიან პოლიტიკური აქტივისტები. ამ ნომერ პირველ პოლიტიკურ აქტივისტებში ყველაზე უზრდელები არიან ხოშტარიას ამომრჩევლები, რომლებიც სხვას ეძახიან „რუსული კან...

პოლიტიკოსი

1714659663

მსოფლიო

ყირგიზეთში სატვირთო მანქანა 29 ბავშვს დაეჯახა

ყირგიზეთში, სუზაკის რაიონში სატვირთო მანქანა 29 ბავშვს დაეჯახა. მედიის ცნობით, შემთხვევა ჯალალ-აბადის რეგიონის სუზაკის რაიონში მოხდა. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რეგიონული საავადმყოფოს რეან...

ყირგიზეთში სატვირთო მანქანა 29 ბავშვს დაეჯახა

1714658597

ახალი ამბები

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს მოვლენას - წმინდა ზიარების საიდუმლოების დადგინება, რომელიც ლიტურგიის დროს აღესრულება“ - მეუფე შიო

„როდესაც ადამიანი ჯეროვნად ეზიარება და სათანადო ცხოვრების წესით ცხოვრობს, ამ ყველაფრის მეშვეობით შემოდის სამყაროში ის დიდი ნათელი ძალა და მადლი ღვთისა, რომელსაც შეუძლია სამყაროს შეცვლაც, ფერისცვალებაც...

მეუფე შიო

1714657474

საზოგადოება

„ისე უნდა იცხოვროს ქრისტიანმა ადამიანმა, რომ ზიარება ამაო არ აღმოჩნდეს“ - მამა შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ დიდი ხუთშაბათის წირვის შემდგომ, აღდგომის წინა მოსამზადებელი პერიოდისა და ზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მამაო