ემიგრაცია: “ჩამიქროლა, მერე დაამუხრუჭა და მომიტრიალდა: ქართველი ხარ? - მეძახის. - ქართველი ვარ, აბა, ვინ ვარ! - გავძახე“

ამფრად დავიარები. დღეს ვიზიტი მქონდა ექიმთან. რაც საბუთი გვაქვს (საუაბარია ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტზე), გვინდა არ გვინდა, გამოკვლევები უნდა გავიკეთოთ. ყველას საკუთარი პირადი ექიმი გვყავს. ჰოდა, გვიკვლევენ და გვიკვლევენ. - წერს ქართველი ემიგრანტი იტალიაში, ლელა ხოტივარი, რომლის წერილსაც უცვლელად გთავაზობთ.

ჰოდა, მივდივარ მორიგ გამოკვლევაზე და ის დროა, მთელი იტალია რომ ისვენებს, ანუ „პრანძოს“ (სადილი) მერე საათები, (2საათიდან 5-მდე). თითქმის ცარიელია ქუჩები. გავედი დიდ პიაცაზე. მოტიალებულია იქაურობა. კაციშვილი არაა. და უცებ ვიღაცა დავინახე. ველოსიპედით, შორიდან მოდის და ბოლო ხმაზე მღერის: ,,ჰარალოოოო, ჰარი-ჰარალოო..." ვახ. მომიახლოვდა და მე, ასეთ ფორმაში, დედაც რომ ვერ გიცნობს, მივუტრიალდი და მივუმღერე: ჰარი ჰარალი ჰარალოთქო.

ჩამიქროლა, მერე დაამუხრუჭა. მომიტრიალდა: ქართველი ხარ? მეძახის. - ქართველი ვარ, აბა, ვინ ვარ! - გავძახე მეც. - სახელი მაინც მითხარი შენი. - მეძახის. ვეუბნები. თან ხელს ვუქნევ, უფრო სწორად, ხელთათმანებს.  ისიც მიქნევს. თან გავრბივარ ექიმთან. მოვიხედავ უკან, ისიც იხედება. კიდევ მოვიხედავ, ისიც... მეგონა, მოაბრუნებს და დამეწევათქო. წავიდა... წავიდა, მაგრამ, ისეთი შეგრძნება მქონდა, ჯარისკაცის მამასავით, რაღაცნაირი... „აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვილო-სნაირი"... ჰოდა, ასე მივედი ექიმთან და გზაში მერე კიდე ვეძებდი იმ ველოსიპედიან თავქარიან გოგოს. - წერს ლელა ხოტივარი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას იმისთვის, რომ მთელი წელი წარმატებული და ბედნიერი გქონდეთ

📌 “იტალია სავარაუდოდ ესპანეთის მსგავსად “კოვიდ19”-თან ბრძოლის სტრატეგიას შეიცვლის” - დოდუკა ბრატულიჩი

📌 სილვიო ბერლუსკონი, 24 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს

📌 სუხიშვილები იტალიაში - მილანის ლა-სკალას თეატრს მსგავსი ოვაციები არ ახსოვს, ბისმა ენრიკო კარუზოს “რეკორდს“ გადააჭარბა (ვიდეო)

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736837890

ახალი ამბები

თოვლი და ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 იანვარს საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისი...

ააა

1736835963

მსოფლიო

„ძალიან მალე ვაპირებ შეხვედრას“ - ტრამპმა განცხადება გააკეთა პუტინთან შეხვედრის შესახებ

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი განცხადება გააკეთა უკრაინაში ომის დასრულების გეგმებზე და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ, - იუწყება Reuters. ომის დასრულებასთ...

ტრამპი და პუტინი

1736833830

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო!

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება. „უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო...

შალვა პაპუაშვილი

1736832543

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს, საქართველოს დროშა ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობის, სიმტკიცის უმთავრესი სიმბოლოა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. „საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს! საქართველოს ხუთჯვრიანი ე...

მიხეილ ყაველაშვილი

1736831528

ახალი ამბები

1 დაღუპული და 4 დაშავებული - ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქება მოხდა

ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქება მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ისინი ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილი. აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდ...

პოლიცია