„გული ამომაგლიჯე და თან წაიღე,  ჩემი სამარადისო ტკივილი ხარ ძმაო“ - პოლონეთში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

პოლონეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 25 წლის აბელ შამათავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელიდან იყო. 

ახალგაზრდა ემიგრანტი, მეუღლემ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის კაცს პოსტკოვიდური გართულება ჰქონდა და  გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გული სახელდება.

ღმერთოო ეს რა დაგვმართე  რატომ გამითენე დღევანდელი დღე  ჩემი უბოროტო და უკეთილშობილესი ძმა აღარ მყავსს,  როგორ ვილაპარაკო ძამიკო შენზე წარსულში  ვერ ვიაზრებ იმას და ვერც ვიჯერებ რომ ჩვენთან აღარ ხარ. 

მიჭირს უშენობა  როგორ გავაგრძელოთ შენს გარეშე ცხოვრება.  მახსოვს პატარები როცა ვიყავით თუ რამე გქონდა მიყოფდი თუნდაც 1 ლუკმა ყოფილიყო უჩემოდ არაფერს ჭამდი და ვჭამდი.

არ მინდა ამ რეალობაში ცხოვრება  გული ამომაგლიჯე და თან წაიღე,  ჩემი სამარადისო ტკივილი ხარ ძმაო.

როგორ ვანუგეშოთ დედიკო.  ჯერ ყველაფერი წინ გქონდა,  ჩემი ცხოვრებაა, ძამიკო მიყვარხარ და მეყვარები მუდამ ჩემს გულში იქნები და ვერაფერი გააქარწყლებს ამ მოუშუშებელ ტკივილს.  მომავალ შეხვედრამდე ჩემო პატარა ძამიკო.

ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი“,- წერს გარდაცვლილი ემიგრანტის და სოციალურ ქსელში. 

როგორც ჟურნალისტებთან მეზობლები ამბობენ, ცოლ-ქმარი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა. ჯერჯერობით უცნობია,  როდის მოხდება ცხედრის გადმოსვენება საქართველოში. 

ასევე საინტერესოა:

🔵 „ომში მყოფი ჯარისკაცი და პოლონეთის საზღვარზე მყოფი შეყვარებული გოგო, რომ ახერხებენ დაქორწინებას, რეფორმის დამსახურებაა და ეს რეფორმა ქართველების დამსახურებაა“

🔵 საბერძნეთი რუსეთმა მტრულად განწყობილ ქვეყანათა სიაში შეიყვანა

🔵 ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები, დიდი ხანია, მეორე ლოყა მივუშვირეთ, ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს - ბორის ჯონსონი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი

1741011697

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

 გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...

გერმანიაგერმანია

1741010539

მსოფლიო

ტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...

დონალდ ტრამპი

1741006710

ახალი ამბები

„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი

ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი