ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები, დიდი ხანია, მეორე ლოყა მივუშვირეთ, ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს - ბორის ჯონსონი

ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები. ძალიან დიდი ხანია, მეორე ლოყა მივუშვირეთ. ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჯონსონის თქმით, უკრაინაზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა დაიწყო შეთხზული საბაბით. მისი თქმით, პუტინი „კიდევ უფრო იძირება, ომის დანაშაულებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოუდგენელი ძალადობის საშინელ კამპანიაში“.

„გასული კვირის განმავლობაში, უკრაინაში მწვავე სცენების საპასუხოდ, დასავლეთის ერთიანობა შთამბეჭდავი და გამამხნევებელი იყო. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჩემი თითქმის ყოველდღიური საუბრებიდან ვიცი, რომ ამან, უკრაინელებს გარკვეული კომფორტი მისცა გაჭირვების დროს. ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მინახავს საერთაშორისო კრისიზი, რომლის დროსაც, რუსული ომის მანქანა თავის რისხვას ამაყ დემოკრატიაზე ავრცელებს და სადაც გამყოფი ხაზი, ბოროტსა და კეთილს შორის ასეთი მკაფიოა. მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა ძალადობისგან, გაურკვეველი მომავლისკენ.

პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოიჩინა დიდი ლიდერობა, იყო კონსულტაციები, მოკავშირეების მოწვევა. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღო. ევროპის ათობით ქვეყანა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თავდაცვით აღჭურვილობას უგზავნის, მაგრამ საკმარისი გავაკეთეთ უკრაინისთვის? გულწრფელი პასუხი არის - არა. ვლადიმერ პუტინის აგრესია უნდა ჩავარდეს და ჩაითვალოს წარუმატებლად. პუტინი ცდილობს, გაანადგუროს საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლები და გაერო-ს წესდება: ერების უფლება, გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. მისი თავდასხმა უკრაინაზე დაიწყო შეთხზული საბაბით და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით. ის კიდევ უფრო იძირება, ომის დანაშაულებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოუდგენელი ძალადობის საშინელ კამპანიაში.

ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები. ძალიან დიდი ხანია, მეორე ლოყა მივუშვირეთ. ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს: ჩვენ ვნახეთ, რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 წელს და თუნდაც სოლსბერის ქუჩებში. ჩემს ბოლო ვიზიტებზე, პოლონეთსა და ესტონეთში, ჩემს კოლეგებთან საუბრისას, მე ვიცი, რამდენად მწვავედ გრძნობენ ისინი საფრთხეს“, - განაცხადა ჯონსონმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ასევე საინტერესოა:

🔵 სლოვაკეთის საზღვართან მარტო მისული, ატირებული 11 წლის უკრაინელი ბიჭის დედა ცოცხალია

🔵 რუსმა ოკუპანტებმა, კიევთან მდებარე 1873 წელს აგებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დაბომბეს

🔵 კორონავირუსს კიდევ 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დადასტურდა ინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი