“კარი გამოვაღე და ჩემ წინ ექვსი წლის უნახავი შვილი იდგა, ყველას გისურვებთ ასეთ ბედნიერ ახალ წელს” - ემიგრანტის წერილი

რედაქციაში წერილი შემოვიდა. იტალიაში, რომში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ქალბატონი ლალი ციხისელაშვილი გვთხოვდა მისი საახალწლო ისტორია და მილოცვა, დანარჩენი ემიგრანტების ყურამდე მიგვეტანა. ჩვენ, ქალბატონი ლალის წერილს, უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემო ემიგრანტებო, ჩემო ქართველებო, მინდა მოგილოცოთ შობა-ახალი წელიწადი და ყველას აშენებულ და დამშვენებულ საქართველოში ცხოვრება გისურვოთ. მჯერა და ღრმად მწამს, რომ ღმერთი არ გაგვწირავს და დაგვეხმარება დღესასწაულებს ჩვენ-ჩვენ ოჯახებში შევხვდეთ ხოლმე, ადრე თუ გვიან.

მე დღეს უბედნიერესი ქალი ვარ. ამ წერილის დაწერაც ალბათ ამიტომ გავბედე. ჩემმა ერთმა ცალმა სიხარულმა, ჩემმა გოგონამ ისეთი საახალწლო სიურპრიზი მომიწყო, ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ სიმართლეა. 

ჩემთვის ვიჯექი სამსახურში და იმას ვფიქრობდი, ხვალ რომ დასვენების დღეა, სად წავსულიყავი, როდესაც კარზე ზარი დარეკეს. კარი გამოვაღე და იმხელა ვიყვირე, ბებო მოსასულიერებელი გამიხდა. კარში ჩემი, 6 წლის უნახავი შვილი იდგა. ასე ადგა და ჩუმად ჩამომაკითხა. ცოცხალი თუ გადავრჩებოდი ბედნიერებისგან არ მეგონა.

სულ მეშინოდა, რომ ამბობდნენ ემიგრანტები, შვილებისგან უცხოობას ვგრძნობთო. მსგავსი არაფერია ჩვენს შორის, თითქოს გუშინ დავტოვე სახლში, ბებიასთან. ასეთი ბედნიერი ახალი წელი ჯერ არ მქონია. 

ჩემო ემიგრანტებო, ყველას გისურვებთ თქვენ შვილებთან და ოჯახთან ჩახუტებული შეხვედროდეთ ახალ წელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ."

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543285

საზოგადოება

კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...

დანაშაული

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი