9 წლის ჯორჯინას საფლავიდან ამოღებული ტაბლეტი "სასიკვდილო მედიკამენტზე ალაპარაკდა"

საბერძნეთის პოლიციამ 9 წლის ჯორჯინას საფლავიდან ამოღებულ ტაბლეტში, გამოძიებისთვის საინტერესო დეტალს მიაგნო, რომელიც უშუალოდ მისი გარდაცვალების გამომწვევ წამალს (რომელსაც ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ) უკავშირდება.
საბერძნეთის პოლიცია, სამი არასრულწლოვანი დის უცნაური გარდაცვალების საქმეს იძიებს.
9 წლის ჯორჯინას მკვლელობაში მათი 33 წლის დედაა ბრალდებული. რამდენიმე დღის წინ ჯორჯინას საფლავიდან ამოღებულ ტაბლეტში, გამოძიებამ საინტერესო დეტალებს მიაგნო, კერძოდ ტაბლეტში Google-ი ისეთი წამლის სახეობების რეკლამას ავრცელებს, რომლითაც გამოწვეული იყო ჯორჯინას გარდაცვალება. აღსანიშნავია რომ Google-ის რეკლამები დაკავშირებულია, ელექტრონული მოწყობილობის მომხმარებლის მიერ ინტერნეტში წარსულში განხორციელებულ ძიებასთან და მის მიერ მონახულებულ ვებსაიტებთან.
რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული ტაბლეტით ვიღაც - ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, 33 წლის ბრალდებული დედა ეძებდა იმ მედიკამენტის მსგავს წამლებს, რომელიც გარდაცვლილი ჯორჯინას სისხლში იყო აღმოჩენილი.
უკვე რამდენიმე დღეა გამოძიებას ხელთ აქვს სამი გარდაცვლილი დის და მათი მშობლების სახლიდან ამოღებული ელექტრო მოწყობილობები და 9 წლის ჯორჯინას ტაბლეტი, რომელიც ბრალდებულის (დედის) ინიციატივით გოგონას საფლავში ჩაუდეს.
აღსანიშნავია ასევე, რომ პარალელურ რეჟიმში, ჯორჯინას 2 დის, მალენასა და ირისის გარდაცვალების საქმის გამოძიებაც მიმდინარეობს.
პოლიციას ამ დრომდე უკვე მიღებული აქვს 15-ზე მეტი ჩვენება და დაკითხული ჰყავს 25 ადამიანი.
როგორც ცნობილია გამოძიება მიზნად ისახავს თითოეული ადამიანის დაკითხვას, რომელიც 2 გოგონას მკურნალობის პერიოდში მათ პალატაში შესვლა მოუწიათ.
ასევე საინტერესოა
1745136802
საზოგადოებათბილისში მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ
მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 20-21 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახ...
1745134555
მსოფლიოზელენსკი: უკრაინა რუსეთის ქმედებებს სარკისებურად უპასუხებს
თუ ფრონტზე მართლაც სრული სიჩუმე იქნება, უკრაინა გამოდის ინიციატივით, რომ ის 20 აპრილის აღდგომის დღის შემდეგაც გაგრძელდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან გაიხსენა,...
1745133173
საზოგადოებადავით შერაზადიშვილი: აღდგომა იმედის, სიკეთის, ბოროტების დამარცხების და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა. მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს გისურვებთ
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი სააღდგომო ლიტურგიას ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარშიდ...
1745132127
ახალი ამბებიალექსანდრე წულაძე - აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ მთელ საქართველოს, ეს დღე ბოროტებაზე რწმენის გამარჯვების სიმბოლოა და მჯერა, ის კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას მოგვიტანს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს მასწავლებლებს, მოს...
1745129877
ახალი ამბებიპრემიერი სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრი...