საბერძნეთში, 1 მაისიდან ვაქცინაციის სერტიფიკატის 1 ივნისიდან კი პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება!

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა თანოს პლევრისმა, აღდგომის შემდეგ, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების ეტაპობრივი გაუქმების გეგმაზე ისაუბრა.  

მისი განცხადებით, საბერძნეთში 1 მაისიდან 31 აგვისტომდე, ნებისმიერ,  როგორც ღია ასევე, დახურულ სივრცეში გადასაადგილებლად ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენისა და შემოწმების ვალდებულება უქმდება.  

როგორც მან აღნიშნა, ახლო მომავალში განიხილება ასევე ვაქცინაციის  ევროპული სერტიფიკატის, ქვეყანაში შემოსასვლელად  წარდგენის აუცილებლობის საკითხიც. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საბერძნეთში 1 ივნისიდან უქმდება ასევე პირბადის ტარების ვალდებულებაც (გარკვეული გამონაკლისის გარდა. კონკრეტულად , რომელ გამონაკლისებზეა საუბარი მოგვიანებით გახდება ცნობილი).

ამასთანავე, 1 მაისიდან არავაქცინირებული  პირები სამუშაო ადგილებზე მისასვლელად კვირაში მხოლოდ ერთ სწრაფ ტესტს გაიკეთებენ. ( ამჯერად 2 ტესტია საჭირო )

შეგახსენებთ ასევე, რომ 15 აპრილიდან, 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულ მოქალაქეებს,  ყოველთვიური 100 -ევროიანი ჯარიმა აღარ დაეკისრებათ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით აღნიშნული ზომების გაუქმების გადაწყვეტილება ძალაში რჩება 1 სექტემბრამდე, 1 სექტემბრიდან კი მათ კვლავ განიხილავენ, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად. 

ასევე საინტერესოა

🔵 საბერძნეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ?

🔵საბერძნეთში, 8 წლით პატიმრობა მიესაჯა დედას, რომელიც 3 შვილს სავალალო პირობებში ზრდიდა და მათხოვრობას აიძულებდა -"ვეუბნებოდი, რომ ტარაკნები პეპლები არიან"

🔵 9 წლის ჯორჯინა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მამასთან ერთად მღერის - ბერძნული მედია ემოციურ ვიდეოს ავრცელებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745144612

საზოგადოება

კახა კალაძე: ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდეს ჩვენს გულებს სიხარულით და ბედნიერებით!

 თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. შესაბამის პოსტს კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდ...

კახი კალაძე

1745143727

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს: ახლა არის მომენტი, როდესაც პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი

 დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მოუწოდა უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ და „არა ერთდღიანი პაუზის აღებისკენ“.  ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ციტირებს Reuter...

ინგლისი

1745141357

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ

 გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას, - ამის შესახებ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირ...

ლევან მგალობლიშვილი

1745136802

საზოგადოება

თბილისში მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ

მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 20-21 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახ...

აა

1745134555

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ქმედებებს სარკისებურად უპასუხებს

თუ ფრონტზე მართლაც სრული სიჩუმე იქნება, უკრაინა გამოდის ინიციატივით, რომ ის 20 აპრილის აღდგომის დღის შემდეგაც გაგრძელდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან გაიხსენა,...

ზელენსკი და პუტინი