ათენში, ვიქტორიას მოედანზე პოლიციის რეიდები მიმდინარეობს - მასიურად ამოწმებენ საბუთებს
ათენში მცხოვრები ქართველებისგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ათენში ვიქტორიას მოედანზე, რეიდები მიმდინარეობს. პოლიციის თანამშრომლები მასიურად ამოწმებენ მოქალაქეების საბუთებს.
წყაროს ინფორმაციით, პოლიციელებს გადაჰყავთ უსაბუთო მოქალაქეები.
მაღალი ალბათობით რეიდები, გუშინ ათენის ცენტრის სხვა ტერიტორიებზე ჩატარებულ "ქალაქის ცენტრის დასუფთავების" სპეცოპერაციის გაგრძელებაა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბერძენი სამართალდამცველები ათენის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ებრძვიან ისეთ შემთხვევებს როგორიცაა ტრეფიკინგი და ნარკოტიკებით ვაჭრობა. ასევე მიმდინარეობს მიგრანტი პირების საბუთების შემოწმებაც.
როგორც ბერძნული მედია იუწყება, პოლიციის მიერ უსაბუთო მოქალაქეები გადაყვანილები იქნებიან ამიგდალეზას დახურულ ბანაკში.
ასევე საინტერესოა
🔷ათენის ცენტრში, დრონებით "დასუფთავების" სპეცოპერაცია მიმდინარეობს - მოწმდება ემიგრანტების საბუთებიც
🔷საბერძნეთის წითელმა ჯვარმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება და მობილური სამედიცინო ჯგუფი გაგზავნა
🔷საბერძნეთში შემსვლელთა მსურველთათვის PLF ფორმის შევსების ვალდებულება გაუქმდა
1736832543
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს, საქართველოს დროშა ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობის, სიმტკიცის უმთავრესი სიმბოლოა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. „საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს! საქართველოს ხუთჯვრიანი ე...
1736831528
ახალი ამბები1 დაღუპული და 4 დაშავებული - ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქება მოხდა
ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქება მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ისინი ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილი. აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდ...
1736801108
საზოგადოება14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. დღესასწაული საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღე...
1736799586
მსოფლიონატოს გენმდივანი - მოგვიწევს რუსული ენის სწავლა, თუ თავდაცვისთვის მეტ თანხას არ გამოვყოფთ
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართა და თქვა, რომ თუკი თავდაცვისთვის მეტ თანხას არ გამოყოფენ, ევროპელებს 4-5 წელიწადში მოუწევთ...
1736798741
მსოფლიოოლაფ შოლცი - უკრაინის მხარდაჭერამ გერმანიის სხვა ხარჯებზე არ უნდა იმოქმედოს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ქალაქ ბილეფელდში გამართული კამპანიის დროს განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდას, თუ ეს მოითხოვს ბიუჯეტის სხვა პუნქტებისთვის დაფინანსე...