ე.წ. " კატეხაკის საბუთი " ანუ საბერძნეთის ტერიტორიაზე დროებით ლეგალურად ცხოვრების საშუალება

თუ საბერძნეთში ჩამოხვედით არა როგორც ტურისტი და ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელებას აპირებთ, პირველ რიგში, თქვენ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტის მოგვარება უნდა დაიწყოთ, რომელიც არც თუ ისე ადვილი პროცესია.  

ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რაც თქვენივე უსაფრთხოებისთვის არის საჭირო „ამკა“ (სოციალური უსაფრთხოების სარეგისტრაციო ნომერი).

ამისთვის უპირველესად საჭიროა ფლობდეთ ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტს და შემდეგ უკვე მასზე დაყრდნობით გააკეთოთ „ამკა“ და „აფიმი“.  

ჩვენს მკითხველს, შევახსენებ რომ ვცხოვრობ საბერძნეთში და გადავწყვიტე გაგიზიაროთ ჯანდაცვის დაწესებულებასთან კომუნიკაციის დროს მიღებული გამოცდილება.

სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრისას აღმოვაჩნე, რომ  „ამკა“, საჭირო გამოკვლევების ჩასატარებლად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, ასევე დიაგნოზის დასასმელად და საჭირო მკურნალობის გასაგრძელებლადაც კი. 

საავადმყოფოში ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ დავტოვე. „ამკა“-მ საავადმყოფოში, ჩემი ყველა სამედიცინო მომსახურება სრულიად დააფინანსა. 

მათ, ვისაც ჯერ არ გაქვთ „ამკა“: 

AMKA ( ამკა ) - არის სოციალური დაზღვევის სარეგისტრაციო ნომერი. 

„ამკა“-ს  ასაღებად საჭიროა, ფლობდეთ საბერძნეთში ბინადრობის უფლების მიმნიჭებელ რაიმე დოკუმენტს, ჩემ შემთხვევაში ასეთი დოკუმენტი  "დელტიო ასილუ" ანუ  ე.წ "კატეხაკის საბუთი" აღმოჩნდა. 

"კატეხაკის საბუთი" - საბერძნეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე, გახლავთ ერთადერთი საბუთი, რომლის აღებაც შედარებით მარტივად არის შესაძლებელი.

მის მისაღებად თქვენ აკეთებთ განცხადებას იმიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს საემიგრაციო ოფისში  და საბერძნეთის სახელმწიფოს სთხოვთ თავშესაფარს. რაზედაც მაღალი ალბათობით, საბოლოო ჯამში, შესაძლებელია უარყოფითი პასუხი მოგივიდეთ. პრაქტიკიდან გამომდინარე, საბერძნეთის სახელმწიფო, ამ საბუთის მომთხოვნ საქართველოს მოქალაქეებს  ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ძირითადად უარს ეუბნება, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა, მაგრამ ვინაიდან თქვენი მოთხოვნის განხილვის პროცედურა გარკვეულ დროს მოითხოვს, ამ პერიოდის მანძილზე თქვენ  უკვე გადმოგეცემათ  ე.წ  "კატეხაკის საბუთი", რომელიც სხვადასხვა უფლებებთან ერთად, გაძლევთ „ამკა“-ს აღების  საშუალებასაც.  

ე.წ "კატეხაკის საბუთის" გაკეთება შესაძლებელია დამოუკიდებლად, ყოველგვარი ადვოკატის დახმარების გარეშე. რაც შეეხება „ამკა“-ს დაგჭირდებათ ადვოკატის მომსახურება, რომლის საფასურიც  საშუალოდ 100 ევროს შეადგენს.  

P.S საბერძნეთის მორიგე საავადმყოფოების და აფთიაქების სიის სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე  👉აქ 

ავტორი: ლელა გაბელაია

ასევე საინტერესოა:

🔵 საბერძნეთის სკოლებში უკრაინელი მოსწავლეების მიღება დაიწყო

🔵 საბერძნეთში ზამთარი ბრუნდება - ქარიშხალმა „ფილიპოსმა“ ათენსა და ქვეყნის რამდენიმე სხვა რეგიონში პრობლემები შექმნა

🔵 საბერძნეთში ქართველს, „ოჯახის დამხმარე ქალს“ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მას ბრალად მოხუცის ნარკოტიკული ნივთიერებით გაბრუება და ქურდობა ედება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი

1740765093

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...

ლევან მაჭავარიანი

1740764801

ახალი ამბები

სუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...

ზოგადი