საბერძნეთში ქართველს, „ოჯახის დამხმარე ქალს“ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მას ბრალად მოხუცის ნარკოტიკული ნივთიერებით გაბრუება და ქურდობა ედება

საბერძნეთის, კერძოდ ლარისას  სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლომ რვა წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 63 წლის ქართველ ქალს, რომელმაც ბერძნული მედიის ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერებით გააბრუა ხანდაზმული ქალი, რომელმაც ის ოჯახის დამხმარე დიასახლისად დაიქირავა. 

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ქართველი ქალი, 80 წლის მოხუცს, საუზმეზე  რძეში დამამშვიდებელ აბებს უყრიდა, რის შედეგადაც მოხუცი გონებას კარგავდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის 20 აპრილს ქართველმა ქალმა 80 წლის ქალს პირველად 150 ევრო მოჰპარა, მოხუცმა ქალმა მომხდარი არ შეიმჩნია, თუმცა მოხუცის ჩვენების მიხედვით,  მეორე დღეს ქართველმა დამხმარემ ის კვლავ ნარკოტიკული ნივთიერებით გააბრუა, რის შემდეგაც ხელიდან 10.000  ევროს ღირებულების მაჯის საათი მოჰპარა და გაუჩინარდა. მომხდარის შესახებ  დაზარალებულმა ქალმა პოლიციაში განაცხადა.

საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ქალი, მაშინ დააკავა, როდესაც ის ტაქსით ათენის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ქართველ ქალს ვერ აღმოუჩინა დაკარგული საათი, თუმცა მის საკუთრებაში ნაპოვნია ურეცეპტოდ შეძენილი ფსიქოტროპული აბები. მან პოლიციის წინაშე კატეგორიულად უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.

სასამართლო პროცესზეც ქართველმა ქალმა უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება. მან ასევე  უარი განაცხადა ადვოკატის რჩევაზე, დანაშაულის აღიარების შემთხვევაში სასჯელის შემსუბუქების შესახებ. 

საბერძნეთის სასამართლოს დადგენილებით, 63 წლის ქართველს, ყაჩაღობის, პასპორტის გაყალბების და ნარკოკანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით, 8 წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ასევე საინტერესოა

🔵საბერძნეთში შესვლის მსურველებს სპეციალური (PLF) ფორმის შევსება აღარ მოუწევთ (exclusivetv.ge)

🔵საბერძნეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილი 57 წლის კაცია, რომლისგანაც წყვილი ბინას ქირაობდა

🔵"ჩემო პატარა ბიჭო"- ტრაგიკული სურათის მძიმე ისტორია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი

1740765093

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...

ლევან მაჭავარიანი

1740764801

ახალი ამბები

სუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...

ზოგადი