„მამის მაგივრად, უცნობი ქალი დავმარხეთ“ - საბერძნეთში, საავადმყოფომ გარდაცვლილის ოჯახს, სხვისი ცხედარი გადასცა

საბერძნეთში კერძოდ პტოლემაიდაში, უცნაური და ამავე დროს შემზარავი შემთხვევა მოხდა. საავადმყოფომ ოჯახის წევრებს გარდაცვლილი მამის, მაგივრად უცნობი ქალის ცხედარი გაატანა.

საბერძნეთის მოქალაქე, რომელმაც 6 დღის განმავლობაში ორივე მშობელი დაკარგა, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აღწერს, იმ მძიმე სურათს რისი გადატანაც მას მოიწია "ჩვენ მამის მაგივრად  უცნობის ქალის ცხედარი დავმარხეთ"- ნათქვამია მის პოსტში.

"ექვს დღეში ორივე მშობელი დავკარგე. 12/2--ში დედა 18/2-ში კი  მამა  გარდაიცვალა. ეს პოსტი არ არის გამიზნული მოწონებისთვის, თანაგრძნობისთვის ან კომენტარისთვის. არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც მას ვაქვეყნებ. პირველი არის პაციენტების მკურნალობის კურსის შესახებ ახლობლების ინფორმირების საკითხი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში არათუ თითქმის არ განხორციელებულა, არამედ სრულიად არასწორი იყო. ჩვენ გვითხრეს რომ მამას ერთ ორ დღეში გამოწერდნენ და ამ დროს ის გარდაიცვალა.

პატივს ვცემ სამედიცინო პერსონალს და  ბრძოლას, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ატარებენ Covid-ის წინააღმდეგ ამ რთულ პერიოდში. პათოლოგიის კლინიკის ექიმს, რომელმაც მამაჩემის გარდაცვალება შესახებ მაცნობა, მე ვთხოვე კომუნიკაციის საკითხის მოგვარება. 

მეორე და ყველაზე სამწუხარო ფაქტი, რამაც ჩემი გაბრაზება და განრისხება გამოიწვია იყო ის, რომ გუშინ დაკრძალვისთვის მამაჩემის მაგივრად  უცნობი ქალის ცხედარი გადმოგვცეს, რომელსაც დასაკრძალად დღეს ეძებდნენ, მაგრამ ის უკვე დაკრძალული იყო, ამგვარად დღეს მოიყვანეს მამაჩემი მის საბოლოო განსასვენებელში და წაიღეს ქალის ცხედარი მის ახლობლებთან. 

მე ჩემი მხრიდან არ ვაპირებ ვინმეს წინააღმდეგ საჩივრის შეტანას, მშობლების დაკარგვის ტკივილი ხომ ყველაფერზე მაღლა დგას, მაგრამ შეიძლება ჩემს ადგილას სხვა ადამიანებიც აღმოჩნდნენ და კორონავირუსმა მათი ახლობელი ადამიანიც იმსხვერპლოს. მათ მოვუწოდებ, რომ გამონახონ რაიმე გზა პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმის გვერდის ავლით და ნახონ თუ ვის კრძალავენ, რომ ჩემსავით უცნობი ადამიანი არ დაიტირონ. " - ნათქვამია პოსტში. 

ასევე საინტერესო

🔵მითხარით, რომ ცოცხალი ვარ“ - საბერძნეთში გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაკარგული 12 მგზავრიდან ერთი ცოცხალი იპოვეს

🔵ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა საბერძნეთს სტუმრობს, მღვდელმთავარმა თესალონიკის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა

🔵დაცვის თანამშრომელს შეყვარებული ქალი, მანქანაში 20 საათი დაბმული ჰყავდა და მის გაგუდვას აპირებდა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741064913

ახალი ამბები

„სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვების, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ“ - ლევან მაჭავარიანი

„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ და ყველა კარგად ხვდება ამ ადამიანებში ვინ იგულისხმ...

ლევან მაჭავარიანი

1741030218

ახალი ამბები

ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნი...

მოძრაობა

1741028211

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკის სამუდამო ომი სურს - ეს ბოროტებაა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმა X-ზე წერს: „ზელენსკის სამუდამო ომი სურს, უსასრულო ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა“. მასკმა ამ აღწერით გააზიარა ა...

ილონ მასკი

1741025975

ახალი ამბები

სოზარ სუბარი კორუფციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე: თითოეული ადამიანი უნდა ასრულებდეს იმ ფუნქციას, რაც მას კანონით და კონსტიტუციით აქვს დაკისრებული და არა იმას, რასაც გარე აქტორი უკარნახებს

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით მსჯელობისას სიტყვით გამოვიდა. „რატომ...

სოზარ სუბარი

1741024338

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან - ასეთი ტერმინი საკანონმდებლო აქტებიდან საერთოდ გაქრება

 ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან - ასეთი ტერმინი საკანონმდებლო აქტებიდან საერთოდ გაქრება, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ...

მამუკა მდინარაძე