"ობით და ტარაკნებით სავსე ოთახში გვეძინა, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი გამოცდილება იყო" - რას ჰყვებიან კუნძულზე დასაქმებულები ?!

საბერძნეთში, როგორც ემიგრანტებისთვის ასევე ბერძენი ახალგაზრდებისთვის ზაფხულში კუნძულებზე მუშაობა, თანხის დაგროვების საუკეთესო საშუალებაა, თუმცა როგორც ირკვევა სამუშაო პირობები ყოველთვის როდია ისეთი, როგორსაც დამსაქმებლები ჰპირდებიან.
ბოლო რამდენიმე დღეა ბერძნულ მედიაში, აქტიურად დაიწყო, კუნძულებზე განსაკუთრებით კი მიკონოსზე, უკიდურესად მძიმე სამუშაო პირობებზე საუბარი.
ეს გამოხმაურება, ახალგაზრდა გოგოს განცხადებას მოჰყვა, რომელმაც დაიჩივლა, რომ კუნძულზე მუშაობის პერიოდში სამი თვის განმავლობაში მანქანაში ეძინა. ასევე მიკონოსზე დასაქმებული სხვა გოგონა კი ჰყვება, რომ კუნძულზე მუშაობის პერიოდში მას და კიდევ სხვა თანამშრომლებს ტარაკნებით და ობით სავსე პატარა ოთახებში უწევდათ ცხოვრება.
თანამშრომელმა, რომელიც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მუშაობდა კუნძულზე, mykonoslivetv-ს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, რაც ნამდვილად შოკის მომგვრელია.
ახალგაზრდა ქალის თქმით, 3 თვის განმავლობაში იძულებული იყო ღამით მანქანაში დაეძინა რადგან, დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული სახლი, გარდა იმისა, რომ ძალიან შორს იყო, იყო ნესტიანი, ავეჯი კი თაგვებს ჰქონდათ შეჭმული. და ყველაზე წარმოუდგენელი, მასთან ერთად, კიდევ 4 მის თანამშრომელ კაცს უნდა ეცხოვრა.
გოგონა სახელად მარია ჰყვება, რომ ამ პირობებში ცხოვრებას მანქანაში ძილი ამჯობინა. როგორც ამბობს, ტანს პლაჟზე განთავსებულ საშხაპეებში იბანდა და საკუთარ ტანსაცმელს კაფეტერიის ტუალეტში რეცხავდა.
მარია ასევე აღნიშნავს, რომ დამსაქმებელმა მას არც გამომუშავებული თანხა გადაუხადა სრულად მიუხედავად იმისა, რომ დამატებით საათებს, დასვენების დღის გარეშე მუშაობდა.
მიკონოსში მიღებულ მძიმე სამუშაო გამოცდილებაზე კიდევ ერთმა გოგონამ ისაუბრა ტელეკომპანია OPEN -ზე.
"ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი გამოცდილება. ოთახები ძალიან პატარა იყო, სადაც 2 ან 3 თანამშრომელი ცხოვრობდა, ძალიან ნესტიანი, ობით და ტარაკნებით სავსე. ბანაობის დროს ობს ტანიდან "ვეტექსით" ვიშორებდი. ოთახში აუტანელი სიცხე იყო და არც კონდიციონერი არ გვქონდა"- ამბობს ახალგაზრდა ქალი და აღნიშნავს, რომ კვება კიდე ცალკე საკითხია, რადგან დამსაქმებელი, დღეში ორ ან სამჯერადი კვების პირობას დებს და შემდეგ კი რეალურად დასაქმებული იძულებული ხდები რომ საჭმელზე თავად იზრუნო, რაშიც ხელფასის ნახევარზე მეტი იხარჯება.
ასევე საინტერესოა
🔵"სარკეში ვიყურები და თავს ლამაზად ვგრძნობ"- როგორია იოანას ცხოვრება თავდასხმიდან 2 წლის შემდეგ?!
1744961567
ახალი ამბებითბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა
თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა დ...
1744960486
მსოფლიონეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა - არიან დაღუპულები
სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად, საბაგირო გზაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშინ, როდესაც ბაგირზე სავალით 20-ზე მეტი მგზავრი სარგებლობდა, სალონის დამ...
1744958822
ახალი ამბებიდაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია 2012 წელს იხსენებს, როდესაც ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა და დაიწყო საპროტესტო აქცია, ხოლო დოის სააკაშვილის ჯალათები იცავ...
1744958047
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას
„რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა...
1744956549
საზოგადოებადღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს
დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება,...