საბერძნეთში, სუპერმარკეტიდან დაბრუნებულ ქალს სახლში მძარცველები დახვდნენ "ქამარი კისერზე მიაბეს და ფულს სთხოვდნენ"

ათენში, კალითიის დასახლებაში, მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს 27 აპრილს, დილით ნამდვილი კოშმარის გადატანა მოუწია, როდესაც სახლში დაბრუნებული, მძარცველებს პირისპირ გადაეყარა.
კალითეაში, ახალგაზრდა ქალი 27 აპრილს დილით სუპერმარკეტში გავიდა უკან დაბრუნებულმა კი მოულოდნელად მის წინ ორი მძარცველი აღმოაჩინა.
არსებული ინფორმაციით, მძარცველები ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააბეს ქამრით და მუქარით აიძულეს ეთქვა თუ სად ინახავდა ფულს და სხვა ძვირფასეულობას.
მოგვიანებით, როგორც დაზარალებულის ქმარმა ჟურნალისტებთან თქვა, მძარცველებმა მის მეუღლეს ქამარი კისერზე შეაბეს და ასე დაათრევდნენ იატაკზე მას, იმისათვის რომ ეთქვა თუ სად მალავდა ფულს.
ბერძნული მედიის ცნობით, მძარცველები მსხვერპლის სახლში რამდენიმე წუთის განმავლობაში ეძებდნენ ძვირფასეულობას და ფულს, საბოლოოდ აღმოაჩინეს მცირე რაოდენობით თანხა და რამდენიმე ძვირფასი სამკაული, რის შემდეგაც სახლიდან გაიქცნენ ახალგაზრდა ქალი კი გულწასული, ქამრითა დაბმული დატოვეს.
როგორც ირკვევა, პოლიცია ქალის მეუღლემ გამოიძახა, რომელიც მას სახლში შესვლის დროს ტელეფონზე ესაუბრებოდა.
"9.05 საათზე ადგა და სუპერმარკეტში წასასვლელად, სახლიდან გავიდა. კარები არ ჩაკეტა, მხოლოდ მიიხურა. 9.30საათზე კი უკან დაბრუნდა. ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, რომ კარი ცოტა უცნაურად, ოდნავ შეღებული დახვდა. იმ მომენტში მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარით, მაშინვე ხმები მომესმა. თავი დამანებე, რას აკეთებ? ამბობდა ჩემი ცოლი.
კიდევ კარგი რომ ამ დროს ტელეფონზე ვსაუბრობდით, და პოლიციის გამოძახება მოვახერხე"- ამბობს დაზარალებულის მეუღლე.
ადგილზე მისულ პოლიციის გუნდს მძარცველები უკვე გაქცეულები დახვდათ. ახალგაზრდა ქალი კი შოკურ მდგომარეობაში იყო.
მომხდართან დაკავშირებით კალითეას პოლიცია წინასწარ გამოძიებას აწარმოებს.
ასევე საინტერესოა
🔵მჟავით თავდასხმის შემდეგ იოანას პირველი სურათი ნიღბის გარეშე
🔵გარდაცვლილი სამი შვილის მამის სიმღერის კლიპი და საზოგადოების რეაქცია მასზე
1745007035
სპორტიგიორგი ქოჩორაშვილი: მინდა, როცა „ლევანტეს“ დავტოვებ, მთავარი კარიდან გავიდე, ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა
„ლევანტეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გიორგი ქოჩორაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც „სარაგოსასთან“ მოახლოებულ მატჩსა და მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა. „გუნდში, როგორც ყოველთვის კარგი გარემოა, გუნდ...
1745005379
ახალი ამბებივოლსკი რუბიოს განცხადებაზე: ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას
„ეს არის პრაგმატული გადაწყვეტილებების ეპოქა. ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას“, - ამის შესახებ პარლამენტის პ...
1745003725
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ აშშ მალე უარს იტყვის უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე, თუ არ იქნება პროგრესის მკაფიო ნიშნები
აშშ მზად არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ა...
1745001906
მსოფლიოსტიქია იტალიაში - დაზარალებულ რაიონებში განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ასობით ადამიანს მოუწია
იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარებაა პიემონტში, სადაც უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ოლქში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. გ...
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...