რუსეთის საელჩოს მორიგი "თავდასხმა" საბერძნეთს - მარიუპოლელი ბერძნები ამბობენ, რომ "რუსები არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას"

რუსეთის საელჩო, საბერძნეთის წინააღმდეგ მორიგ თავდასხმას ახორციელებს. 

ამჯერად რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, სოციალურ ქსელში  რუსული მედია RIA Novosti-ის ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც  მარიუპოლის სოფელ სარტანას სკოლის სარდაფში დამალული უკრაინაში მცხოვრები ბერძნები ამტკიცებენ, რომ რუსი ჯარისკაცები არ არიან ისინი ვინც ესვრიან და კლავენ მათ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ  ვიდეოში ბერძენი ემიგრანტები, რომლებიც ბერძნულად არ საუბრობენ, როგორც ჩანს, რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის პოზიციებს უჭერენ მხარს. 

კერძოდ, „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი მათ შემდეგი კითხვით მიმართავს :

„დასავლური, ევროკავშირის და ბერძნული მედია ამბობენ, რომ რუსები კლავენ უკრაინელებს, ატერორებენ მსოფლიოს და ა.შ. თქვენ როგორც სარტანელმა ბერძნებმა, შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით რაიმე უთხრათ თქვენს თანამემამულეებს საბერძნეთში?"  

რაზედაც მათი პასუხია, რომ რუსები არავის არ კლავენ :

"ქ არავინ არავის კლავს. რუსები არავის კლავენ. ისინი არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც კი რუსები აქ მოვიდნენ, სასწრაფოდ მოგვიტანეს დახმარება.

რუსები არ გვეკითხებიან წარმომავლობით, უკრაინელი ვართ თუ ბერძნები და  რომელ ენაზე ვსაუბრობთ. უკრაინელებისგან  განსხვავებით რუსები დისკრიმინაციას არ აკეთებენ.

უკრაინელები კი გვაიძულებდნენ მხოლოდ უკრაინულად გვესაუბრა, თუმცა მე ეს საერთოდ არ ვიცი" - ამბობენ რუსულ ენაზე უკრაინაში მცხოვრები ბერძენი. 

შეგახსენებთ, რომ ომის პირველ დღეებში, მარიუპოლის რეგიონში, სარტანასა და ბუგასში დაბომბვის შედეგად 12 ბერძენი დაიღუპა.

მას შემდეგ კი რაც, საბერძნეთის ხელისუფლებამ ნათლად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და დაგმო რუსეთის არმიის თავდასხმა უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე მათ შორის უკრაინაში მცხოვრებ ბერძნებზე, რუსეთისა და საბერძნეთის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.  

 

 

7 მარტს კი რუსეთმა, საბერძნეთი რუსეთისადმი მტრულად განწყობილ ქვეყანათა სიაში შეიყვანა.

ასევე საინტერესოა

🔷"დაბომბვისგან მიღებული კანტუზიის გამო დააწვინეს" - ირაკლი ოქრუაშვილი თანამებრძოლის შესახებ

🔷საბერძნეთში, ოფიციალური პირები მოსახლეობას ურჩევენ სუპერმარკეტში "პატარა კალათებით" შევიდნენ

🔷"რუსებმა მარიუპოლში მეჩეთი დაბომბეს, რომელსაც 80-მდე ბავშვი აფარებდა თავს" - უცხოური მედია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740754871

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი - დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის მოერგო

დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო, – ამის შ...

 შალვა პაპუაშვილი

1740754312

ახალი ამბები

მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა პატრიარქის ინიციატივამ მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის შესახებ

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა...

ილონ მასკი

1740753431

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი - ჯიმ ო’ბრაიენისგან რაც მოვისმინე, ის იყო, რომ ყველა ელჩს დაევალა, მაქსიმალურად ჩაერთოთ ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკაში და ალბათ არ იყო სწორი, რომ არ იქნა გათვალისწინებული შესაძლო შედეგები

დიპლომატიაში კარტ-ბლანშზე ხელის მოწერას სთხოვენ სუსტებს და დამორჩილებულ ქვეყნებს, არა მეგობრებსა და პარტნიორებს, როგორადაც ჩვენ თავს მოვიაზრებდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...

შალვა პაპუაშვილი

1740753346

ახალი ამბები

გურიის რეგიონში 1 200 კუბური მეტრი სათბობი შეშა გაიგზავნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიის რეგიონში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საშეშე რესურსით მოამარაგებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, რეგიონში ჯამში 1 200 კუბური მეტრი ს...

შეშაშეშა

1740751750

საზოგადოება

ლაუს ვალდნერი - საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრიალო ტრასა აქვს და მსოფლიო თასის შეჯიბრიც ძალიან კარგად ორგანიზებული იყო

გუდაურში, სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის შეჯიბრის დირექტორის, კლაუს ვალდნერის შეფასებით, საქართველოში ტურნირი წარმატებით ჩატარდა. როგორც ვალდნერმა აღნიშნა, საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრი...

ლაუს ვალდნერი