საბერძნეთის მთავრობა, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას კანონდარღვევად მიიჩნევს

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას კანონდარღვევად უწოდა, - ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამია.
„რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის უკანონო და ცალმხრივი აღიარება, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევაა.
ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ საბერძნეთი მხარს უჭერს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემას და გმობს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ამ ფუნდამენტურ პრინციპებს.
ევროკავშირისა და ნატოსადმი ვალდებულების ფარგლებში, საბერძნეთი კონსულტაციებს და კოორდინაციას გაივლის თავის ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, იმასთან დაკავშირებით თუ როგორი რეაგირება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებისადმი“, - წერია განცხადებაში.
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
ასევე საინტერესოა
🔵საბერძნეთში, იოანინას ზღვაში გიგანტური თევზი დაიჭირეს, რომელიც თითქმის 400 კილოს იწონის
🔵22/02/2022 მაგიური სარკის თარიღი - რას გვირჩევენ ასტროლოგები ამ დღეს
🔵საბერძნეთში, აცრილი მოქალაქეებისთვის რეგულაციების დიდი ნაწილი მარტის ბოლომდე მოიხსნება
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...