საბერძნეთის პოლიციამ, რუსეთის მხარდამჭერ ავტოკოლონაზე თავდასხმისთვის ორი ქართველი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ,  3 აპრილს, ომონიის ტერიტორიაზე  პრორუსულ ავტოკოლონაში მონაწილე პირებზე თავდასხმის ბრალდებით 2 ქართველი კაცი დააკავა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 

 დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ბრალად ედებათ: მკვლელობის მცდელობა, სახელმწიფო სიმბოლოს შეურაცხყოფა, ასევე რასისტული ხასიათის დანაშაული, სხვისი ქონების დაზიანება, დაუმორჩილებლობა და უკანონოდ იარაღის ტარება.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები, ომონიის ტერიტორიაზე  სხვა თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხნენ პრორუსული კოლექტივების ავტოკოლონას, რის შედეგადაც მათ მატერიალური ზიანი მიაყენეს ორ მანქანას და დააშავეს ორი ადამიანი.  როგორც ცნობილია დაშავებული ორი მოქალაქიდან ერთ-ერთი ბერძენია.  

ბერძნული მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, საბერძნეთის პოლიციამ, ბრალდებულების სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რის შედეგადაც ნაპოვნი და ამოღებული იქნა ის ტანსაცმელი, რომელიც მათ თავდასხმის დღეს ეცვათ, ასევე  ორი დანა და ცეცხლსასროლი იარაღი. 

დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გადაყვანილია პროკურატურაში.  

საბერძნეთის პოლიცია  დანარჩენი დამნაშავეების იდენტიფიცირებისა და ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით გამოძიებას  აგრძელებს. 

ასევე საინტერესოა

🔵რუსი ოკუპანტების შეჭრა უკრაინაში - აქცია და კონტრაქცია ათენში (ფოტოკოლაჟი)

🔵"საბერძნეთი სთხოვს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გამოიძიოს მარიუპოლში ჩადენილი სამხედრო დანაშაულები"- საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

🔵"ეს ისტორიული სირცხვილია" - ΣΥΡΙΖΑ-ს ლიდერი საბერძნეთის პარლამეტში, ნეონაცისტური ორდენის აზოვის წევრის ვიდეო მიმართვაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745164477

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. ამის შესახებ BBC იუწყება. მომიტინგეებმა სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატე...

აქციები

1745160046

მსოფლიო

Politico: აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ „ექსპერტების დონეზე“ მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ

 ირანის ბირთვულ პროგრამაზე 19 აპრილს რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მორიგი ორმხრივი შეხვედრა ექსპერტების დონეზე გამართონ. ამის...

აშშ და ირანი

1745153818

მსოფლიო

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაიკითხა

 კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, თუმცა საზეიმო მესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უძღვება პაპი ფრანცის...

იტალია

1745152346

მსოფლიო

ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

 ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწო...

ღაზაღაზა

1745148150

მსოფლიო

კიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება

 აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაე...

კიტ კელოგი