საბერძნეთში, 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა საფეხბურთო გუნდების, გულშემატკივართა შორის მომხდარ დაპირისპირებას

საბერძნეთში, კერძოდ თესალონიკის ხარილაოს  რეგიონში, თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ახალგაზრდა კაცი. 

ტრაგედია, გუშინ გვიან ღამის საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ისინი განსხვავებულ საფეხბურთო გუნდებს გულშემატკივრობდნენ.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია  ქალმა გამოიძახა, რომელიც ტრაგიკული ინციდენტის ადგილზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს. ქალის განცხადებით დაახლოებით 01:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე, მას ქუჩიდან ესმოდა ახალგაზრდების ყვირილის და ჩხუბის ხმა, რა დროსაც ნათლად გაიგო შემდეგი სიტყვები "ძალიან გთხოვთ, მეტი აღარ დამარტყათ " და მან დაუყოვნებლივ პოლიცია გამოიძახა. 

როგორც ცნობილია, 19 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდა და მისი მეგობრები ერთად სეირნობდნენ, როდესაც მათ 2 მანქანიდან გადმოსული ახალგაზრდების ჯგუფი დაესხა თავს.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდასხმას წინ უძღოდა,მანქანიდან გადმოსული ახალგაზრდების მიერ დასმული კითხვა თუ რომელი გუნდის გულშემატკივრები იყვნენ, რის შემდეგაც 19 წლის ბიჭს და მის მეგობრებს დანით და სხვა ბასრი საგნებით დაესხნენ თავს. 

ახალგაზრდების ჩხუბის ხმა ესმოდათ, მიმდებარე ტერიტორიის სხვა მცხოვრებლებსაც, მაგრამ როგორც ისინი ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნავენ, ძალიან შეეშინდათ და გარეთ გამოსვლა ვერ შეძლეს.

მათი ინფორმაციით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მოვიდა. 

როდესაც, პოლიცია შემთხვევის ადგილზე, მივიდა თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ, მათ ადგილზე მხოლოდ სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა და მისი  ორი, ასევე მძიმედ დაშავებული მეგობარი დახვდათ. 

შემთხვევის შედეგად დაიღუპა 19 წლის ალკივიადის იგივე ალკის კაბანოსსი  და დაშავდნენ მისი 19 და 20 წლის მეგობრები, მათ  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. 

მომხდარს თესალონიკის პოლიცია იძიებს.

ასევე საინტერესოა

🔴უმძიმესი ავადმყოფობის შემდეგ, საავადმყოფოდან გამოწერილი ქალის სახლთან მუსიკალური ბენდი მივიდა და დაუკრა

🔴საბერძნეთში, მგზავრებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

🔴როდის არის მოსალოდნელი შემთხვევათა კლება საბერძნეთში და როდიდან შეიძლება მოვიხსნათ პირბადე!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741103018

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს

 ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...

არჩილ გორდულაძე

1741099772

საზოგადოება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...

საქართველოს პარლამენტი

1741099714

ახალი ამბები

პარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...

საქართველოს პარლამენტი

1741097078

საზოგადოება

პრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი

ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე

1741096366

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...

ირაკლი კობახიძე