საბერძნეთში 20 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ქართველს აბრალებდნენ, მოკლულის ქმარი დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 20 წლის კაროლაინის მკვლელობასთან დაკავშირებთ, საბერძნეთის პოლიციის ხელთ არსებული ახალი საქმის დეტალებიდან ირკვევა, რომ კაროლაინის მკვლელი მის 32 წლის მეუღლეა.
ინფორმაცია რომლის მიხედვითაც კაროლაინის მეუღლე პოლიციამ ეჭვმიტანილად ცნო, ამოღებულია თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით ძირითადად წყვილის მობილური ტელეფონების კამერებიდან და კაროლინის ხელზე არსებული ბიომეტრიული საათიდან, რომელიც ზუსტად აფიქსირებს კაროლაინის გარდაცვალების დროს, რაც არ ემთხვევა 32 წლის პილოტის მიერ მიცემული ჩვენების დეტალებს.
ბაბი ანაგნოსტოპულოს დანაშაულის დამამტკიცებელ ინფორმაციას საბერძნეთის პოლიცია გუშინდლიდან ფლობდა, თუმცა, დამნაშავის შეშინება და სიტუაციის სხვაგვარად შემობრუნება, რომ არ მოჰყოლოდა ამ ამბავს, პოლიცია მას დაუკავშირდა და განყოფილებაში გამოცხადება კიდევ ერთხელ ჩვენების მისაცემად და ახალ დეტალებთან გაცნობის მიზნით თხოვა. აღსანიშნავია, რომ დამნაშავემ პოლიციის თანამშრომლების ერთი დღე ითხოვა, რათა საკუთარი მეუღლის საფლავზე გამართულ „გარდაცვლილის მოსახსენებელ“ ტრადიციულ ცერემონიალს დასწრებოდა, რაზედაც პოლიციამ უარი არ უთხრა, რათა რაიმე ეჭვი არ გამოეწვია.
სასაფლაოზე გამართულ ცერემონიალს ესწრებოდდნენ ტელეკომპანია ALPA-ს ჟურნალისტებიც. მათი კამერის კადრზე კარგად ჩანს, თუ როგორ იხუტებს გულში 32 წლის პილოტი მოკლული მეუღლის განადგურებულ დედას.
ინფორმაციისთვი, აღნიშნულ საქმეზე თავდაპირველად საბერძნეთის ქალაქ ეროსში 30 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მისი დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც კაცი საბერძნეთის დატოვებას და ბულგარეთში გადასვლას ცდილობდა.
ბერძნული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ის საბუთების შესამოწმებლად გააჩერეს. როდესაც პასპორტი ყალბი აღმოჩნდა, მონაცემები ბაზაში გადაამოწმეს. დაკავებულის გარეგნული აღწერილობა იმ ეჭვმიტანილის მონაცემებს დაემთხვა, რომელიც რამდენიმე მძიმე დანაშაულის, მათ შორის 20 წლის ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მკვლელობაში ქართველის ხელი არ ერია.
1741553598
მსოფლიოტრამპი: ზელენსკიმ ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი
აშშ-ის პრეზიდენტმა,დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი“. „მან რაც გააკეთა...
1741550966
ახალი ამბებილევან მახაშვილი: იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთანმ, პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“
„ იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფ...
1741550024
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ქართულ ოპოზიციას და ბრიუსელის ბიუროკრატებს ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავთ - „დიფ სთეითი“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ იცის, თუ რა პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ და რა არის „ქართული ოცნების“ გზავნილები. დეპუტატ...
1741548815
ახალი ამბებინინო წილოსანი: რასაც ვადევნებთ თვალყურს, მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო
ფაქტია, რასაც ვადევნებთ თვალყურს მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო. სწორედ ამ პროცესების ნაწილი...
1741547534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად და მათზე შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს სახელმწიფოზე
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარი...