საბერძნეთში, 3 იანვრიდან, კოვიდთან ბრძოლის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

საბერძნეთში, კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2022 წლის 3 იანვრიდან 16 იანვრამდე ახალი, შემაკავებელი ზომები ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება დღეს საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა თანოს პლევრისმა გააკეთა.

კერძოდ 3 იანვრიდან 16 იანვრამდე სავალდებულო იქნება: გაძლიერებული დაცვის მქონე პირბადის (KN-95) ან ორმაგი პირბადის ტარება სუპერმარკეტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტებსა და ხალხმრავალ ადგილებში. ასევე ორმაგი პირბადის ტარება სავალდებულო იქნება სარესტორნო ქსელებში დასაქმებულ პირთათვის.

რესტორნები და ყველა სხვა გასართობი ქსელები იმუშავებენ 24:00 საათამდე. ასეთ დაწესებულებებში აკრძალული იქნება კლიენტების ფეხზე დგომა, ხოლო თითო მაგიდასთან დასაშვები იქნება მხოლოდ 6 ადამიანის განთავსება. ასევე მკაცრად უნდა იყოს დაცული საჭირო დისტანცია მაგიდებს შორის.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თუ კი საზოგადოება მკაცრად არ დაიცავს ზომებს, არ არის გამორიცხული, რომ სარესტორნო ქსელებსა და გასართობ ცენტრებში მუსიკა აიკრძალოს. სტადიონებზე დასაშვები გულშემატკივართა რაოდენობა შემოიფარგლება მაქსიმუმ 1000 ადამიანით. აქვე, ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზომების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, საფეხბურთო თამაშები დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.

მოხუცთა თავშესაფარში ვიზიტები განხორციელდება მხოლოდ კონსულტაციის და 48 საათიანი PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. მნახველები არ დაიშვებიან საავადმყოფოებში. კერძო და საჯარო სექტორებში დასაქმებულ თანამშრომელთა 50% პროცენტი დისტანციურ მუშაობაზე გადავა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით აღნიშნული ზომები შესაძლებელია, ძალაში დარჩეს 16 იანვრის შემდეგაც, ქვეყანაში მიმდინარე პანდემიური მდგომარეობის შესაბამისად.

ლელა გაბელაია სპეციალურად exclusivetv.ge-სთვის საბერძნეთიდან

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 შობის დამდეგს საბერძნეთის წყლებში 16 მიგრანტი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა

📌 იტალიაში იზოლაციის წესები იცვლება?!

📌 სამი დაღუპული და ათობით დაკარგული - რა მოხდა საბერძნეთის კუნძულთან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741025975

ახალი ამბები

სოზარ სუბარი კორუფციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე: თითოეული ადამიანი უნდა ასრულებდეს იმ ფუნქციას, რაც მას კანონით და კონსტიტუციით აქვს დაკისრებული და არა იმას, რასაც გარე აქტორი უკარნახებს

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით მსჯელობისას სიტყვით გამოვიდა. „რატომ...

სოზარ სუბარი

1741024338

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან - ასეთი ტერმინი საკანონმდებლო აქტებიდან საერთოდ გაქრება

 ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან - ასეთი ტერმინი საკანონმდებლო აქტებიდან საერთოდ გაქრება, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ...

მამუკა მდინარაძე

1741022070

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციებზე და ლიეტუვაზე გამახსენდა ომის დაწყებიდან 2 წლის თავზე გაირკვა, რომ ლიეტუვა, თურმე, რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გამხდარა

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოსთვის სანქციების დაწესების თემას ეხმიანება. „სანქციებზე და ლიეტუვაზე გამახსენდა. ეს პროვოკაციული პოსტი, ლიეტუვის მაშინდ...

პაპუაშვილი შალვა

1741020226

ახალი ამბები

ჩოხატაურის მერი - ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, ეს არის ბინძური ტყუილი - ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა, მედიკამენტების ყველა მოთხოვნაზე მერია დაუყოვნებლივ რეაგირებს

 რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს თოვლში ჩარჩენილმა, პარკინსონით დაავადებულმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეკა და ითხ...

მერი

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი