იტალიაში იზოლაციის წესები იცვლება?!
იტალიაში იზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს. იზოლაციის შეცვლის პირობებზე უკვე აქტიურად დაიწყეს საუბარი სამედიცინო წრეებში. შესაძლებელია იზოლაციაში ყოფნა მხოლოდ Covid 19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მოუწიოთ და არა მათ ოჯახის წევრებს თუ კონტაქტებს.
ამის შესახებ გენუას სან მარტინოს სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა მატეო ბასეტმა განაცხადა. მისი თქმით, იტალია პარალიზებულია იზოლაციაში მყოფი ოჯახების რაოდენობით - ,,იზოლაცია უნდა ეხებოდეს მხოლოდ კოვიდდადებით პაციენტებს. მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს და იზოლაციაში არ უნდა გადადიოდნენ მათი კონტაქტები და ოჯახის წევრები, თუ უსიმპტომოები არიან. არ შეიძლება იგივე რეგულაციები მოქმედებდეს წელს, რაც გვქონდა ერთი წლის წინ. მაშინ როდესაც 1 ადამიანიც კი არ გვყავდა აცრილი. ჩემი მოსაზრებით, იზოლაციაში მხოლოდ კოვიდდადებითი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ."
მისი განმარტებით, კოვიდდადებითი პაციენტების კონტაქტების სახლში გამოკეტვას არანაირი აზრი აქვს, თუ ისინი თავს კარგად გრძნობენ და არ აღენიშნებათ სიმპტომები. იგივე პათოსის განცხადებას აკეთებს ლიგურიის პრეზიდენტი, ჯოვანი ტოტი -,,რამდენიმე კვირაში სრულად პარალიზებული იქნება ქვეყანა, რადგან კოვიდდადებით პაციენტების ზრდასთან ერთად მათი კონტაქტების რაოდენობაც გაიზრდება. რაც შეეხება სადღესასწაულოდ შემოღებულ წესებს, უსაფრთხოების მიზნით ვაქცინირებული ადამიანებიც კი იტალიაში კოვიდზე ტესტს იკეთებენ, რამაც რიგები წარმოშვა არაერთ სამედიცინო პუნქტზე."
ინფექციონისტი მატეო ბასეტი ამ საკითხსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ისტერია და უზარმაზარი რიგები კოვიდ ტესტებზე სადღესასწაულოდ ვაქცინირებული ადამიანებისგან არ არის გამართლებული. კოვიდზე ტესტს იმ შემთხვევაში უნდა იკეთებდნენ თუ სიმპტომები გამოუვლინდათ. უნდა გვახსოვდეს რომ სიზუსტე ტესტირების პასუხებშიც შესაძლებელია არ იყოს, რადგან ცდომილება იქაც ხდება."
ჯოვანი მაგა, პავიას გენეტიკურ მოლეკულური ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს, რომ დიდი რისკია კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევების მატების, რაც სიტუაციას გააუარესებს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში - "დღევანდელი მოქმედი რეგულაციების თანახმად, კოვიდდადებით პაციენტისთვის თუ ის აცრილია, იზოლაცია 7 დღეს მოიცავს, 10-დღიანი იზოლაციაა არავაქცინირებული პაციენტებისთვის."
დაველოდოთ, შეიტანს თუ არა იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო ახალი წლიდან კონკრეტულ ცვლილებებს იზოლაციის წესებთან დაკავშირებით.
ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV.ge-სთვის ემილია-რომანიადან
1738314078
საქართველოირაკლი კობახიძე: ჩვენი ეკონომიკის 18%-ს შეადგენს 6 მილიარდი, ანუ ინვესტიცია, რომელიც საქართველოში უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება, ეს არის უპრეცედენტო, ყველაზე მსხვილი ინვესტიცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
„ჩვენი ეკონომიკის 18%-ს შეადგენს 6 მილიარდი, ანუ ინვესტიცია, რომელიც საქართველოში უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტე...
1738313988
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვამტკიცებდით იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია - გაწირეს ჩვენი მეგობარი უკრაინა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი
„რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირე...
1738313901
საქართველოირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ასამბლეის საქმიანობაში
„როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და კონკრეტულად მის რეზოლუციებში“...
1738312744
საქართველოროგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოეს დღეებში საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისსა და რეგიონებში 1-3 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმე...
1738311442
საზოგადოებასაქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Connect 2025-ში მიიღებს მონაწილეობას
3-5 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 გაიმართება. რიგით 21-ე ფორუმში 62 ქვეყნიდან 90-მდე ავიაკომპანიის და190-მდე აეროპორტის 820 დელეგატი მიიღებს...