საბერძნეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილი 57 წლის კაცია, რომლისგანაც წყვილი ბინას ქირაობდა

საბერძნეთის პოლიცია აგრძელებს ანდრავიდაში მომხდარის სასტიკი მკვლელობის გამოძიებას, სადაც უცნობმა პირმა დედა, მამა და მათი ორი მცირეწლოვანი შვილი მოკლა. 

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციას მკვლელობის საქმეში უკვე ჰყავს მთავარი ეჭვმიტანილი, რომლის სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი. 

საუბარია 57 წლის კაცზე, რომლისგანაც ალბანელი ცოლ-ქმარს, საცხოვრებელი ფართი ჰქონდათ ნაქირავები. 

57 წლის ეჭვმიტანილს, მეზობლები ახასიათებენ როგორც სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე, მარტოხელა პიროვნებას, რომლისაც მისი ქცევებიდან გამომდინარე ყველას ეშინოდა და თავადაც გაურბოდა თანამოქალაქეებთან კონტაქტს. 

გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის კაცს აწ გარდაცვლილ წყვილთან ბინის ქირის გამო დავა ჰქონდა.

როგორც ირკვევა, მას ნათქვამი ჰქონდა, რომ მდგმურებს სახლიდან კონტრაქტით, გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უფრო ადრე გაყრიდა. კონტრაქტის ვადა კი მარტში იწურებოდა.

სამართალდამცველებმა  კონკრეტულ პიროვნებაზე ყურადღება მას შემდეგ გაამახვილეს რაც, ალბანელი სამ შვილიანი წყვილის სახლთან ახლოს მდებარე, მაღაზიებისა და საცხოვრებელი სახლების სათვალთვალო კამერებმა, 57 წლის კაცის საეჭვო მოძრაობები დააფიქსირა. 

შეგახსენებთ, რომ სასტიკი მკვლელობა საბერძნეთში 2 მარტს ღამის საათებში მოხდა.

მკვლელობის შესახებ, მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც სახლში დაბრუნებულმა 11 წლის ბავშვმა, დედა, მამინაცვალი და ორი მცირეწლოვანი და ძმა სისხლის გუბეში აღმოაჩინა. 

ასევე საინტერესოა

🔵სასტიკი მკვლელობა საბერძნეთში - სახლში დაბრუნებულმა 11 წლის ბიჭმა დედა, მამა და და - ძმა მოკლული აღმოაჩინა

🔵თესალონიკის საქართველოს საკონსულო, უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მსურველთათვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს

🔵საბერძნეთში, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი

1740765093

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...

ლევან მაჭავარიანი

1740764801

ახალი ამბები

სუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...

ზოგადი